» » პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა

პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა

პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
პავლე მაისურაძის 115 წლის ფირფიტა
ალექსანდრე ბარნოვის წიგნიდან „ძველი თბილისის მუსიკოსები“, თბ., 1974.
„პავლე მაისურაძე დაიბადა 1848 წელს ქ. თბილისში. პავლე ტყუპის ცალი იყო, ნათლიას მეორე ძმისათვის პეტრე უწოდებია და ამიტომ შინაურები ძმებს პეტრე-პავლეს ეძახდნენ. მუსიკისთ პავლე ბავშვობიდანვე ყოფილა გატაცებული და ბუნებითაც დიდი ნიჭი დაჰყოლია. 17-18 წლის პავლეს თავისით დაუწყია დუდუკის დაკვრა, შემდეგ კი ცნობილ მეზურნე კუპრიასთან დახელოვნებულა და სულ ცოტა ხანში ოსტატისათვისაც კი უჯობნია.
პავლე თავის დროზე ცნობილი მეზურნე იყო და ამ საქმეში ბადალიც არ ჰყავდა. დუდუკის დიდი ოსტატი თვითონ ქმნიდა ამა თუ იმ ლექსის შესაფერ ჰანგებს და აჯადოებდა მსმენელს. მისი სახელი სპარსეთსა და თვით შაჰის კარზე ყოფილა განთქმული. მეზურნეთა ამქრის წევრები დიდ პატივს სცემდნენ პავლეს. განსაკუთრებით პავლეს „ტკბილი თითი“ ანცვიფრებდა მათ.
პავლე მაისურაძე გარდაიცვალა 1917 წელს თბილისში, 70 წლის ასაკში“.

რუსულენოვან გაზეთ „ტბილისკაია ნედელია“-დან სტატია „მუსიკალური ცხოვრება“თბ. 2016 წ (სტატიის ავტორი მალხაზ ებრალიძე)
ავტორი ამ სტატიაში იხსენებს მე-XVII- XIX საუკუნეების დასაწყისში თბილისში მოღვაწე ქართველ, სომეხ და ირანელ მუსიკოსებს.
ცნობილ მედუდუკეებს, მედოლეებს და მეზურნეებს შორის ნახსენებია პავლე მაისურაძეც როგორც, მეზურნეთა ამქარში, მელოდიის მაღალი ოსტაობით შესრულებაში გამორჩეული და სახელგანთქმული მეზურნე.
ამავე სტატიაში ავტორი გვიყვება ქართული პოლკის სამხედრო მუსიკოსის, მედუდუკე ანტონ მაისურაძის შესახებ, რომელიც მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იგი ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და თავისი დუდუკით ამხნევებდა შეტევაზე გადასულ თანამებრძოლებს. ამ გმირობისათვის ანტონ მაისურაძე დაჯილდოვდა „წმინდა გიორგის ჯვრის“ ორდენით.
სხვადასხვა დროს რუსეთის იმპერიის ამ საპატიო ჯილდოთი აგრეთვე დაჯილდოვებული იყვნენ ქართული პოლკის მეზურნეები: პეტა ჩაჩანიძე, გიორგი ბეგიაშვილი და დავით თაბუაშვილი.
საგვარეულო კავშირის წევრის, გუგული მაისურაძის მიერ მოძიებული და გამგეობისთვის გადმოცემული იქნა 1900-იან წლებში ჩაწერილი გრამოფონის ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია იმ პერიოდის ცნობილი მედუდუკის პავლე მაისურაძის მიერ შესრულებული თბილისური მელოდიები.
საგვარეულო კავშირის დაფინანსებით აღნიშნული ფირფიტა დამუშავებული იქნა და მისგან გადმოწერილი იქნა მელოდიები თბილისში არსებულ 2 სხვადასხვა სტუდიაში, მაგრამ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ფირფიტა 100 წელზე მეტი ხნის არის, დაზიანებული და გატეხილია, ამიტომ ვერ ხერხდება მელოდიის ხარვეზების გარეშე მოსმენა და საგვარეულო კავშირის წევრებისთვის დარიგება.
რაც შეეხება ფირფიტას: როგორც „გრამოფონის“ ვებ-გვერდიდან ირკვევა, კონცერტების ჩანაწერები გამოდიოდა 1902 წლიდან, წითელი და შავი ეტიკეტებით. რომ: წითელი ეტიკეტით გამოსული ფირფიტა ნიშნავდა იმას, რომ მასზე, როგორც წესი, ჩაწერილი იყო ისეთი გამოჩენილი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ კარუზო, დე ლუკა, სკოტი და სხვ, მაშინ, როდესაც ნაკლებ ცნობილ ხელოვანთა ფირფიტების ეტიკეტები შავი ფერისა ყოფილა.
ფირფიტა სავარაუდოდ 1902-1903 წლებში უნდა იყოს ჩაწერილი და გამოცემული.
2001 წლის 19 მაისს, როდესაც მაისურაძეთა მცირე ჯგუფი იმყოფებოდა ბეთანიის მონასტერში მოსალოცად, თენგიზ ი. მაისურაძეს გულმა უგრძნო, დაინტერესდა მონასტრის ეზოში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში არსებული ულამაზესი ჭაღის წარმომავლობით და თვალებს არ დაუჯერა, როცა წაიკითხა: „ესე ჭაღი ბეთანიის მონასტერს, შევწირე პავლე მაისურაძემ“ 1897 წელს.
ჭაღი სახელოვანი მუსიკოსის, მეზურნე-მედუდუკის პავლე მაისურაძის შეწირული აღმოჩნდა.
P.S. თუ პავლე მაისურაძის პირდაპირი შთამომავლები ან ახლო ნათესავები ცხოვრობთ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი