„გვარი და გვარიშვილობა“
2017 წლის 21 აპრილს, საქართველოს საგვარეულოთა კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დარბაზში ჩატარდა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი გვარიშვილთა მხატვრული თვითშემოქმედების საღამო.
აქვე გაიმართა გვარიშვილების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა, რაშიც მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის მიერ წარმოდგენილი იქნა სოფო აგულაშვილი-მაისურაძის 4 ნამუშევარი:, „მოძრაობა“, „მომავალში მომზირალი“, „განსხვავებული“ და „ციხე“
კომენტარები (0)