ბატონ ზაქარია მაისურაძის ცხოვრების დიდი ნაწილი უკავშირდება სოფელ გლდანს, რომელიც გლდანის ტბის ნაპირას, თბილისის ერთ-ერთ შემოგარენში მდებარეობს. იქ 40-იან წლების მიწურულს თავის მეგობრებთან ერთად აკად. შალვა ნუცუბიძე, პროფ. თედო ბეგიაშვილი, მათემატიკოსი პროფ. კონიაშვილი (ცნობილი ექიმიმის პროფესორ ვანო კონიაშვილის ძმა). პროფ. აბესალომ კუჭაძე, მან სააგარაკოდ აიღო მიწის ნაკვეთი.
დასაწყისში შალვა ნუცუბიძის დიდი ინიციატივით, დაბეჯითებული თხოვნით და მისდამი დიდი პატივისცემით, ხოლო შემდეგ თანდათან დიდი ინტერესით ბატონი ზაქარია ჩაება მისთვის სრულიად უცხო მებაღეობა-მევენახეობის სფეროში, რაზეც მეტყველებს გლდანის სახლში დაგროვილი დიდი ლიტერატურა აგრონომიის საკითხებთან დაკავშირებით.
სულ მაე გლდანის რიყიანის მიდამოებში თითოეულმა ბაღნარად გადააქცია თავიანთი ნაკვეთები. მიუხედავად იმ სიძნელისა, როგორიც იყო უწყლობა, უსინათლობა, რაც დიდ გაკვირვებას იწვევდა ირგვლიმ მცხოვრებ გლეხობაში, რადგანაც უკვირდათ ამ ქალაქელი პროფესორების შრომისუნარიანობა და მიწისადმი დიდი ინტერესი.
გლდანი-ეს იყო მეგობრებისთვის მხოლოდ თავისუფალი დროის გასატარებელი ადგილი. ეს იყო ერთა იდეოლოგიის მქონე ადამიანების თავშესაფარი არსებული ტოტალიტარული წყობილებისაგან პასიური პროტესტის თავისებური გამოხატვის ფორმა, რომელიც თითოეულმათგანს აძლევდა ყოველდღიური არსებობის ძალას და ხვალინდელი დღის იმედს. ამ თანამოაზრეებს აახლოვებდა ბუნების დიდი სიყვარული და გატაცება მცენარეებისა და ყვავილების ახალი ჯიშების გამოსაყვანად. პროფ. კონაშვილის მეუღლე ქალბატონი ოლია, პროფესიით მხატვარი, თან საუცხოო მეყვავილეც იყო და ქალბათონ ქეთო ნუცუბიძესთან ერთად, ამ საქმის სულის ჩამდგმელები იყვნენ, მათ მხარს უბავდნენ ზაქარია მაისურაძის მეუღლე ქალბატონი ლიდა ლეჟავა-მაისურაძე ფილოლოგი-ისტორიკოსი, ქალბატონი სუსანაბერინოვა, პროფესიით ექიმი-გინეკოლოგი, ქალბატონი ნინო ნუცუბიძე-ბეგიაშვილისა ლიტერატორი, რომლებიც არ თაკილობდნენ და სიამოვნებით ასრულებდნენ მიწის სამუშაოს.
მახსოვს ხშირად ეკითხებოდნენ გაოცებული გლეხები ბატონ ზაქარია-შაქრო, რასა რგავ ამ ფუჭ ხეებს შენს ეზოში და თანაც ზედა ჰყვები მათ მოვლით? ლაპარაკი იყო ალვის და ნაძვის ხეებზე-მიყვარს და რა ვქნაო, მორცხვად უპასუხებდა ხოლმე ისიც. იცოდა რა, რომ თავის გამართლებას ვერაფრით შეძლებდა, რადგან გლეხის ფსიქოლოგია შემოიფარგლებოდა ხეხილით და ბაღ - ბოსტნით, რათა პროდუქტები გაეტანათ ბაზარზე სარეალიზაციოდ. ბაღის დეკორაციისა და ჰაერის გაუჯობესებაზე ზრუნვა კი მათთვის უცხო და გაუგებარი იყო.
დაუვიწყარი გამოდგა ჩვენთვის შვილებისათვის გლდანის საღამოები, როდესაც მთელი დღის ფიზიკური თუ გონებრივი მუშაობის შემდეგ, ჩვენი მამები ერთმანეთს ხვდებოდნენ, სოფელს გარს შემოუვლიდნენ, ტბისკენ ჩაისეირნებდნენ და ბოლოს რომელიმეს სახლის აივანზე მშვიდად სვავდნენ ჩაის და იწყებდნენ საუბარს ფილოსოფიაზე, საქართველოს ისტორიაზე, მის აწმყოსა და მომავალზე. ვწუხვარ რომ არც ერთი ჩვენგანის - შვილები ვერ მივხვდით ჩაგვეწერა ზოგიერთი მაინც ამ საუბრიდან, განსაკუთრებით ბატონ შალვა ნუცუბიძის ფასდაუდებელი მოგოგნებებიდან, მათ ულევი მასალა ჰქონდათ მოსაგონებლად და მოსაყოლად თავიანთ მძიმე და საინტერესო ცხოვრებიდან. დაუვიწყარია მაგალითად ბატონ შალვას მოსაზრება იმდროინდელ კომუნისტების საქმიანობის შესახებ, რომელიც ასე ჟღერდა: ‘’კომუნისტებს დიდი გრძელტარიანი თოხი აქვთ და მისკენ მიილტვიანო“.
ჩვენ კი, მათი შვილები, აღტაცებული შევყურებდით ამ წესიერ, პატიოსნებით და სიკეთით აღსავსე მამებს, რომლებიც შრომასთან ერთად დღენიადაგ გვინერგავდნენ ადამიანურ ზნეობის უზომო სიყვარულს და ურთიერთ-თანადგომას.
ჩვენც, ამ იდეალურ პიროვნებების შთამომავლები ვეცადეთ გაგვემართლებინა მათი იმედები და შეძლებისდაგვარად არ გადაგვეხვია მათ მიერ გაკვალული გზიდან, რისი მაგალითებიც არიან ქალბატონები მერი და ნუნუ მაისურაძეები, არჩილ და თემურ ბერიაშვილები, ნოდიკო და ნინუსიკაჭიაძეები, თამაზ და თამრიკო ნუცუბიძეები, მოქანდაკე მარინა ივანიშვილი - კონიაშვილი.
და ბოლოს, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ იქ სადაც ცხოვრობდა ბატონი ზაქარია და იდგა მისი სახლი ეწოდება ლენინის ქუჩა. ამ ქუჩის მოსახლეობის მოთხოვნით ბატონ ზაქარიას მიერ მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისათვის, რასაც ადასტურებს მათი ხელწერა და სამედიცინო ინსტიტუტის მაშინდელი რექტორის პროფ. ა. ასათიანის შუამდგომლობით გლდანის რაიონის აღმასკომისადმი და ქალაქის საბჭოს დადგენილებით ქუჩას გადაერქვა სახელი და დღეს იგი იწოდება ზაქარია მაისურაძის ქუჩად და სახალხსაც მიკრული აქვს მემორიალური დაფა.
გულდასაწყვეტია რომ ამ დასახლებული მოღვაწეების ოჯახებიდან დღეს სოფ. გლდანში ცხოვრებას აგრძელებს მხოლოდ ბატონი შალვა ნუცუბიძის ოჯახი (ქალბატონ ქეთო ნუცუბიძის თაოსნობით) და ბატონ ზაქარია მაისურაძის ქალიშვილები მერი და ნუნუს ოჯახები ზაქარია მაისურაძის ქუჩაზე. სახლი, რომელიც დატოვა ბატონმა ზაქარიამ, შვილებმა გაამაგრეს. გაზარდეს და დღეს იქ-ფუძეზე სიამოვნებით სახლობენ შვილიშვილები თამრიკო და ზაზა კვანტალიანები შვილებით, ნონა და გივიკო დოლიძეები, დევი ტაბიძის შვილები ნინო და ლექსო ტაბიძეები და ბ. ნ. ზაქარიას შვილიშვილს თამრიკოს შვილიშვილს პტარალევანიკო ბოკერია (მე-4-ე თაობა), იქ გლდანში ყველანი სიამოვნებით იყრიან თავს მათი პაპის ზაქარიას და დიდედა ლიდა მაისურაძის დანატოვებ კერაში, რაშიც დიდი ღვალი მიუძღვით ქალბატონებს მერი და ნუნუ მაისურაძეებს და ოჯახის სიძეებს გივი კვანტალიანს ალიოშა ტაბიძეს, მამუკა დოლიძეს.
ნინუსი კუჭაიძე, ექიმი
წყარო: dauviwyari.pdf [1.94 Mb] (გადმოწერა: 7)
კომენტარები (0)