ლექსი ქვედის ეკლესიის მშენებლებს
ს. ქვედის სამების ეკლესიის მშენებლებს
კარგი საქმე მოინდომა
სათავეში ჩადგა ბადრი,
აშენებენ ეკლესიას
და კეთდება საქმე კარგი
ქვედის ყველა ახალგაზრდა
შრომობს კარგად, დიდებულად,
მონდომებით მუშაობენ
თავდადებით ალალ- ძმურად
სიცოცხლე და სიხარული
მისცეს ყველას დიდმა ღმერთმა,
კაცობრიობის გამჩენმა
წარმომშობმა ერთად ერთმა!
ღმერთო, ღმერთო, დიდებულო
სამებისა მადლო, ძალო,
გაიხარე და გამრავლდი,
სოფელ ქვედის მომავალო.
სულ კარგი სიმრავლით იყოს
ჩვენი მკვიდრი, სოფელ ქვედი,
შემწე იყოს მათთვის მუდამ
მაცხოვარი ქრისტე ღმერთი
ღმერთის ყველა სალოცავის
იყოს მუდამ მოგონება,
მოსპოს ღმერთმა სამუდამოდ
ძმათა კვლა და მონობა
შეგეწიოთ ყველა მართალს
დედაღვთისა ღვთის მშობელი
სამება, წმინდა ილია,
სალოცავი ცეცხლ საყდარი.
მშენებლებს და მათ დამხმარეთ
სიმრავლე და კარგად ყოფნა
ქვედო, ქვედო, კარგი საქმით
სულ ხარობდეს შენი მოდგმა
ღვთიურ ძალას სულ დიდება
გაამრავლოს საქართველო
კარგი საქმით მსოფლიოში,
ყოფილიყოს სასახელო
მშენებლობის სათავეში
როგორაც ვთქვი იყო ბადრი,
დაამშვენეს სოფლის ცენტრი
გამოჰფინეს ოქროს ვარდი
ეკლესიავ შენს მიდამოს
უტრიალოს ხალხმა მშვიდად,
სიცოცხლე და ჯანმრთელობა
მათთვის იყოს ოქროს ხიდად
წარმატება, კარგად ყოფნა
შენს მშენებლებს, დიდებული,
ყოფილიყვნენ სულ სიამით,
ოქროს მხრებით გაბადრული
მათმა მოდგმამ ათას წლობით
იცოცხლოს და სულ იმრავლოს
კეთილი საქმის შემყურემ
სასურველად გაიხაროს
საქართველო, საქართველო,
ღმერთი იყოს შენთვის კარგი
გამრავლდი და მსოფლიოში
ყოფილიყავ ოქროს ვარდი!
ყარამან ესტატეს ძე მაისურაძე
ონის რაიონი ს. ქვედი
კომენტარები (0)