დიდი ოჯახი სევერიონ მაისურაძე
ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ. ახალსოფელში დასახლების შემდეგ, ნესტორ მაისურაძის ოჯახი ერთ ერთი ავტორიტეტული და მრავალ სტუმრიანი ოჯახი იყო. ყოველივე ეს განპირობებული იყო იმ დამსახურებით რაც პირადად მას და მის ოჯახის სახელოვან მამულიშვილებს ჰქონდათ დამსახურებული ერისა და ქვეყნის წინაშე... ყოველ მათგანზე ვერ შევჩერდებით რადგან ერთი სტატიის ფარგლებში ეს მართლა შეუძლებელია.
მოკლედ მოგითხრობთ შუათანა ვაჟიშვილის სევერიონ მაისურაძის ოჯახზე. ის ათეული წლების განმავლობაში იყო სოფლის საბჭოს თავმჯდომარე. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც თანასოფლელებს შორის, ასევე აფხაზეთის მრავალეროვან მოსახლეობაში და რეგიონის მმართველობით ორგანოებში. მასთან თავისი პრობლემების მოგვარებაში დახმარების თხოვნით ხშირად ნახავდით არა მარტო თანასოფლელებს არამედ სხვა რაიონის გლეხ- კაცობას და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებსაც კი. ჩემი ყმაწვილკაცობისას პირადად არაერთხელ შევსწრებივარ ასეთ საქმიან შეხვედრებს...
ოჯახური ტრადიციების კვალობაზე, თავის შესანიშნავ მეუღლე გენუშა ჯელაძე თან ერთად სამშობლოს აღუზარდეს ხუთი შესანიშნავი შვილი. ორი ვაჟი გურამი და შერმადინი. ასვე სამი ქალბატონი- ცისანა, იმაზე და ნათელა.
ამჯერად, სხვადასხვა გარემოებათა გამო, შევჩერდები მხოლოდ შერმადინზე, პროფესიით ექიმზე რომელმაც თავისი ცოდნის, სხვადასხვა რეგიონებში მუშაობის, თანდაყოლილი შრომისმოყვარეობის და დაგროვილი გამოცდილების წყალობით ასეულობით ავადმყოფი მოარჩინა. მათ შორის იყვნენ რა თქმა, ჩვენი ახალ სოფლელებიც...
მის მიერ გავლილი რთული ცხოვრების გზიდან მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს გამოვყოფდი. ჯერ კიდე საბჭოთა არმიის საზღვაო ფლოტში სავალდებულო სამხედრო სამსხურის გავლის პერიოდში მიიქცია მან მისი უშუალო მეთაურების ყურადღება როგორც ნიჭიერმა, გონებამახვილმა, უშიშარმა და ფიზიკურად ძლიერმა მეზღვაურმა. მას როგორც თავისუფალი სტილით მოჭიდავეს თავის წონით კატეგორიაში მართლაც ბადალი არ ჰყავდა და წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ჩემპიონის ტიტულს. რუსეთის ფედერაციის შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო სამსხურის დასასრულს მას შესთავაზეს სწავლის გაგრძელება სამედიცინო ინსტიტუტში. მისაღები გამოცდების ჩაბარების და სტუდენტად ჩარიცხვიდან სულ მოკლე დროში მას მოუწია ამავე ინსტიტუტის სახლით საჭდაო0 ასპარეზზე გამოსვლა და აქაც ჩემპიონის მორიგი გამარჯვება იზეიმა. ამის შესახებ მალე შეიტყო ქ. ვლადივოსტოკის უხუცესებმა: ივანე ლობჯანიძემ და ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილმა, სხვა ქართველმა თანამოქალაქეებმა და ყოველ შეჯიბრზე ისინი მის ასპარეზობას გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს... მას დიდ პატივს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ იმ წლებში იქ მცხოვრები რუსები და უკრაინელები; კავკასიის ხალხების წარმომადგენლები: ოსები; დაღესტნელები; სომხები; ადიღეელები და სხვები რომელთა შორის მას ბევრი მეგობარი ჰყავდა.
შერმადინი ხშირად ამ დიდი სამეგობროს შესაძლებლობებს ხშირ შემთხვევაში საჭიროებისამებრ, ძირითადად იყენებდა იმ ახალგაზრდობის პრობლემების მოსაგვრებლად რომლებიც მას დახმარებისათვის მიმართავდნენ. ხაზგასმით უნდა ავღნიშნო ის ყოველ მათგანს ყოველგვარი ანგარების გარეშე ეხმარებოდა.
ამის დასტურად საკმარისია ავღნიშნო, რომ სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად რაც თავის ცხოვრების მანძილზე ბატონ შერმადინს გაუკეთებია მე პირადად ძალიან საამაყოდ მიმაჩნია ის, რომ იმ ბედნიერთა შორის მეც ვიყავი ვინც მას ქ. ვლადივოსტოკში გავყევი და ამის გამო არასოდეს არ მინანია. პირიქით, ძალზე ვამაყობ იმ წლებით რომლებიც მის გვერდში, მისი ხილული თუ უხილავი ხელშეწყობით გავატარე და დავეუფლე იურისტი-სამართალმცოდნის პროფესიას...
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაისურაძეთა მრავალრიცხოვან საგვარეულოს ჩემს გარდა შერმადინის წყალობით კიდე შეემატა ათზე მეტი უმაღლეს დამთავრებული სპეციალისტი: (ექიმები, ეკონომისტები, ბიოლოგები) რომლებიც ძირითადად სამშობლოში დავბრუნდით და ქვეყნის სამსახურში ჩავდექით. ჩვენს შორის იყო ასევე შერმადინის მიერ იქ ჩამოყვანილი ჩვენი საერთო აფხაზი მეზობელი იგორ ვოზბა რომელიც ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა...
(გაგრძელება იქნება)
P.S. - ჩემი გადმოსახედიდან, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მაისურაძეების მრავალრიცხოვანი და სახელოვანი გვარის შვილები ყველგან წარმატებებს აღწევენ. მაგრამ მათ შორის პროფესიით ექიმ, შერმადინ სევარიანის ძეს სიკეთის ქმნაში ბადალი არ მოეპოვება...
სულ ცოტა ხნის წინ ბატონი შერმადინი მხოლოდ 80 წლისა შესრულდა!!! ღმერთმა დალოცოს ის და მისი დიდი ოჯახი. გვიმრავლოს ქართველებს ასეთი მამულისშვილები!
ამინ!!!
ღრმა პატივისცემით და მოკრძალებით
გოგი მაისურაძე (გოგილო)
2020 წლის 7 იანვარი
კომენტარები (0)