დ ი დ ი ო ჯ ა ხ ი შერმადინ მაისურაძის შესახებ
ამონარიდი ჩანაწერიდან „დიდი ოჯახი“ პროფესიით ექიმ შერმადინ მაისურაძის შესახებ
რომ ამაგდარ ადამიანებზე რამე არ მეთქვა ან არ დამეწერა. ამჯერად შერმადინის ბაბუაზე -ე გამრჯე, გამჭრიახ, რაჭული სიდინჯით გამორჩეულ, შესანიშნავ მეურნეზე, მეოჯახეზე და წინამძღოლზე -ნესტორ მაისურაძეზე უნდა მოგახსენებთ.
როგორც სანდო წყაროებიდან ჩემთვის გახდა ცნობილი, ის სოფლის სხვა აქტივისტთანბ ერთად გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩასული იყო გუდაუთის რაიონში ადგილების შესარჩევად სადაც ამბროლაურისა და ონის რაიონის მშრომელების გეგმიური ჩასახლება უნდა მომხდარიყო. იქ დასახლების შემდეგ, მისი მრავალსულიანი ოჯახი ერთ- ერთი ავტორიტეტული და უხვ სტუმრიანი ყოფილა. ყოველივე ამას განაპირობებდა ოჯახის სახელოვან მამულიშვილთა დამსახურება ერისა და ქვეყნის წინაშე.
ერთი სტატიის ფარგლებში ყოველ მათგანზე ვერ შევჩერდები რადგან მიმაჩნია, რომ ფაქტიურად შეუძლებელია და ეს საკითხი უახლოესი მომავლის საქმეა... ამიტომ მოკლედ მოგითხრობთ ნესტორ ბაბუას შუათანა ვაჟიშვილის სევარიონ მაისურაძის ოჯახზე.
ბატონი სევერიანი თითქმის სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ახალსოფლის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც თანასოფლელებს შორის, ასევე აფხაზეთის მრავალეროვან მოსახლეობაში და რეგიონის მმართველობით ორგანოებში. მასთან თავისი პრობლემების მოგვარებაში დახმარების თხოვნით ხშირად ნახავდით არა მარტო თანასოფლელებს არამედ სხვა რაიონის გლეხ- კაცობას და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებსაც კი. ჩემი ყმაწვილკაცობისას პირადად არაერთხელ შევსწრებივარ ასეთ საქმიან შეხვედრებს...
ოჯახური ტრადიციების კვალობაზე, თავის ერთგულ მეუღლე გენუშა ჯელაძესთან ერთად სამშობლოს აღუზარდეს ხუთი განათლებული და წარმატებული შვილი. ორი ვაჟი- გურამი და შერმადინი. ასევე სამი ქალბატონი: ცისანა, იმაზე და ნათელა.
ამჯერად მხოლოდ შერმადინ მაისურაძეზე, პროფესიით ექიმზე მოგითხრობთ. რომელმაც თავისი ცოდნის, სხვადასხვა რეგიონებში მუშაობის პროცესში დაგროვილი გამოცდილების , თანდაყოლილი შრომისმოყვარეობის წყალობით ათასობით მოქალაქეს უმკურნალა და ბევრ მათგანს სიცოცხლეც შეუნარჩუნა. ჯერ გუდაუთის რაიონის საავადმყოფოში წამყვან ქირურგად მუშაობდა ხოლო ქვეყნის ძნელბედობის ჟამს აფხაზეთის რეგიონში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გადავიდა ქ. ზესტაფონში და იქ განაგრძო პროფესიული საქმიანობა. ამჟამად იმყოფება დამსახურებულ პენსიაზე და მის შესანიშნავ მეუღლე ნუნუ ლურსმანაშვილთან ერთად ეწევა სამეურნეო საქმიანობას ქალაქის მიმდებარე სააგარაკო მამულში.
მის მიერ გავლილი რთული ცხოვრების გზიდან მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს გამოვყოფ. ჯერ კიდევ საბჭოთა არმიის (შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის სამხედრო- საზღვაო ფლოტში) სავალდებულო სამხედრო სამსხურის გავლის პერიოდში მიიქცია მან უშუალო მეთაურების ყურადღება როგორც ნიჭიერმა, გონებამახვილმა, ფიზიკურად ძლიერმა და უშიშარმა მეზღვაურმა. მას როგორც თავისუფალი სტილით მოჭიდავეს მის წონით კატეგორიაში მართლაც ბადალი არ ჰყავდა და წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ჩემპიონის ტიტულს. რუსეთის ფედერაციის შორეულ აღმოსავლეთში წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტში სამხედრო სამსხურის დასასრულს, მას შესთავაზეს სწავლის გაგრძელება სამედიცინო ინსტიტუტში. მისაღები გამოცდების ჩაბარების და სტუდენტად ჩარიცხვიდან სულ მოკლე დროში, შერმადინს მოუწია ამავე ინსტიტუტის სახლით საჭიდაო ასპარეზზე გამოსვლა და მისისი სპორტული ღირსების დაცვა. აქაც მან ჩემპიონის მორიგი გამარჯვება იზეიმა. ამის შესახებ მალე შეიტყვეს ქ. ვლადივოსტოკის უხუცესებმა: ივანე ლობჯანიძემ და ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილმა, სხვა ქართველმა თანამოქალაქეებმა და ყოველ შეჯიბრზე ისინი მის ასპარეზობას გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს... მას დიდ პატივს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ იმ წლებში იქ მცხოვრები რუსები და უკრაინელები; კავკასიის ხალხების წარმომადგენლები: ოსები; დაღესტნელები; სომხები; ადიღეელები და სხვები რომელთა შორის მას ბევრი მეგობარი ჰყავდა.
შერმადინი ხშირად ამ სამეგობროს შესაძლებლობებს რიგ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ძირითადად იყენებდა იმ ახალგაზრდობის პრობლემების მოსაგვრებლად რომლებსაც მან გზა გაუკვლია შორეული აღმოსავლეთისკენ ან თვითონ დახმარებისათვის მიმართავდნენ. ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ის ყოველ მათგანს ყოველგვარი ანგარების გარეშე ეხმარებოდა.
ამის დასტურად საკმარისია ითქვას, რომ მე პირადად ძალიან საამაყოდ მიმაჩნია ის, რომ იმ ბედნიერთა შორის მეც ვიყავი ვინც მას ქ. ვლადივოსტოკში დაუფიქრებლად, ყოყმანის გარეშე გავყევი და ამის გამო არასოდეს არ მინანია... პირიქით, ძალზე ვამაყობ იმ წლებით, რომლებიც მის გვერდში ქ. ვლადივოსტოკში, მისი ხილული თუ უხილავი ხელშეწყობით გავატარე და დავეუფლე ფართო პროფილის იურისტ-სამართალმცოდნის პროფესიას...
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაისურაძეთა მრავალრიცხოვან საგვარეულოს ჩემს გარდა შერმადინის წყალობით შეემატა ათზე მეტი უმაღლეს დამთავრებული სპეციალისტი: (ექიმები, ეკონომისტები, ბიოლოგები, მშენებლები და სვა) რომლებიც განათლების მიღების და სპეციალობის მიხედვით გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ ძირითადად სამშობლოში დავბრუნდით და ქვეყნის სამსახურში ჩავდექით. ჩვენს შორის იყო ასევე შერმადინის მიერ იქ ჩამოყვანილი ახალ სოფლელი აფხაზი მეზობელი იგორ ვოზბა, რომელიც ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა...
P.S. - ჩემი გადმოსახედიდან, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მაისურაძეების მრავალრიცხოვანი და სახელოვანი გვარის შვილები ყველგან წარმატებებს აღწევენ. მაგრამ მათ შორის პროფესიით ექიმ, შერმადინ სევარიონის ძეს სიკეთის ქმნაში ისევე როგორც ჭიდაობაში - ბადალი არ მოეპოვება...
სულ ცოტა ხნის წინ ბატონი შერმადინი მხოლოდ 80 წლის შესრულდა!!!
ღმერთმა დალოცოს ის და მისი დიდი ოჯახი. გვიმრავლოს ქართველებს ასეთი მამულიშვილები!
ამინ!!!
ღრმა პატივისცემით და მოკრძალებით,
გოგი მაისურაძე (გოგილო)
2020 წლის 7 იანვარი
კომენტარები (0)