» » ხალხური ლექსი

ხალხური ლექსი

ხალხური ლექსი
რაჭული ფერხული
(ორ ხმაში)
გიორგი მაისურაძე ერთი საწყალი კაცია,
გრიგოლუკა ბეგაშვილმა დაღუპა და დააქცია,
დანიშნულ ქალს აღარ აძლევს, მისი გუნება ასეა ...
ერთი სხიერელ ქალუკა, ის გამოიდებს თავსაო,
სიმინდს გუდაში ჩაიყრის, დადგება ჟაშქვის გზასაო,
გრიგოლუკასთან მივიდა, მიაწვა კარო-კალსაო,
მაგდანამ გამოიხედა, იჭვით შეხედა ქალსაო...,
თეთრი ჭადი გამიცვალე, სიმინდს მოგართმევ ვარგსაო...
მაგდანა სტუმარს არ უშვებს, სადილს უმზადებს კარგსაო,
„შენი სადილი არ მინდა, ცოტა ჩამყევი გზასაო“,
ჭალაში რომ ჩაივაკეს, ბიჭი ეფარა ქვასაო...
ის რომ მაგდანამ დალანდა, ხელი გეისვა თმასაო,
გამიშვით თქვენი ჭირიმე, მამა მამიკლავს ძმასაო,
ნარიყალში რომ გევიდნენ, ხელით ვარცხნიდენ თმასაო...
როსაფა მაისურაძე, დედოფლის კარგი ცხენია,
ვაჟკაცობაზე თავსა დებს, განა რამისა რცხვენია.
სარძლო შეისვა მხარზედა, მოგვარა გიორგუკასო,
ოჯახში ფაცი-ფუცია, მაზლი ჩონგურზე უკრავსო,
ერთი მეწველი ძროხუკა მათ მოლხენას შეეწირა,
დედამთილის წუწუნი კი არავინ არ შეისმინა...
გამხიარულდა ბუხარი, რომ გაძლიერდა ჯალაბი,
გიორგის ხელის შემწყობებს არ დაკარგვიათ ამაგი!..

ხალხური ლექსის ხელნაწერი ვარიანტის ფრაგმენტები მოწოდებულია ჩემი უახლოესი ნათესავის და სულიერი მეგობრის ლია კალმახელიძის ( ჟაშქველი) მიერ 2004 წლის 9 მარტს. ლექსი, შეძლებისდაგვარად გამართული იქნა ჩემს მიერ.

გოგი მაისურაძე. (გოგილო)


კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი