» » სოფ.არბოს ეკლესია 2013 წელი

სოფ.არბოს ეკლესია 2013 წელი

სოფ.არბოს ეკლესია 2013 წელი

„მაისურაძეთა საგავარეულო კავშირის“ მოსკოვის ფილიალის კოორდინატორის ბეჟან მაისურაძის დაფინანსებით, 1986-1987 და 2013 წლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა გორის რაიონის სოფელ არბოში წმ. გიორგის სახელობის 18 საუკუნის ეკლესიას. სადაც მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის ინიციატივით დაბრძანებული იქნა ბეთანიელი ბერის წმ. იოანე აღმსარებლის (მაისურაძე) ხატი.
ერთი წლის თავზე ხატიდან მირონმა დაიწყო დენა.

ბეჟან მაისურაძემ 2009 წელს აგრეთვე დააფინანსა მოსკოვის წმ. გიორგის ქართული ეკლესიის საკმაოდ ფართო მასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები, მისივე ინიციატივით ამ ეკლესიაში დაბრძანებული იქნა წმ. იოანე აღმსარებლის (მაისურაძე) და წმ. იოანე-გიორგი აღმსარებლის (მხეიძე) ერთობლივი ხატი, რომელიც აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი