» » სოფ.წედისის ეკლესია 1995 წელი

სოფ.წედისის ეკლესია 1995 წელი

სოფ.წედისის ეკლესია 1995 წელი
ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს 1984 წელს, მთიანი რაჭის ულამაზეს წალკოტში ჩაფლული ონის რაიონის სოფელ წედისში, „წედურმა“ მაისურაძეებმა გადაწყვიტეს სოფლის მეათე საუკუნის დანგრეული სალოცავის აღდგენა. საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ სლავა, ვაჟა, სტუდია და ლუხუმ მაისურაძეები, უამრავი წინააღმდეგობა შეხვდათ, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციებიდან. მრავალჯერ შეჩერდა ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები, საქმე დაპატიმრებამდეც კი მივიდა, მაგრამ წმ.გიორგის სახელობის სალოცავის ძალამ და მაისურაძეების გენში არსებულმა ღვთისადმი რწმენამ თავისი გააკეთა და წედისის გორიჯვრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა. ეკლესია იკურთხა ნიკორწმინდის მღვდელის მამა ელისე ჯოხაძის მიერ 1995 წელს. (შემდგომში მეუფე ელისე)

ეკლესიის მშენებლებს დიდი დახმარება გაუწია აწ გარდაცვლილმა, ღვაწლმოსილმა მაისურაძემ, ამბროსი მალაქიას-ძე მაისურაძემ. მას საქართვერლოს სხვადასხვა კუთხის უამრავ ეკლესია მონასტრების აღმშენებლობაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა.
„მაისურაძეთა საგავარეულო კავშირის“ ინიციატივით ეკლესიაში დაბრძანებული იქნა ბეთანიელი ბერის წმ. იოანე აღმსარებლის (ერის კაცობაში ვასილ მაისურაძე) ხატი, აღნიშნულ სოფელში ხატის აბრძანების ორგანიზატორი და მასპინძელი იყო ამბროსი მალაქიას-ძ მაისურაძე, ხატის აბრძანებას აგრეთვე ესწრებოდა „მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის“ საპატიო წევრი, რაჭის დიდი პატრიოტი, დედით მისურაძე, გაზეთ „რაეო“-ს რედაქტორი, აწ.გარდაცვლი ბატონი ბონდო გაგნიძე.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი