» » ქვედის ეკლესიის აშენება 1999 წელი

ქვედის ეკლესიის აშენება 1999 წელი

ქვედის ეკლესიის აშენება 1999 წელი
ქვედის ეკლესიის აშენება 1999 წელი
„დიდი კმაყოფილებით შევიტყვე, რომ 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს ქვედში უნდა გაიხსნას წმინდა სამების ტაძარი.
სასიხარულოა, რომ მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ეკლესიების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენს ხალხს ღმერთის სიყვარული დიდი აქვს და რომ 70 წლიანი ათეისტური ყოფის მიუხედავად ჩვენ მაინც უფლის გზით მივდივართ.
ღმერთმა დალოცოს და გაახაროს აქ მლოცველნი და მვედრებელნი ყოველნი.
ყოვლადწმინდა სამებამ თავისი მოწყალე კალთა გადაგაფაროთ თქვენ და სრულიად საქართველოს“
ილია II
უწმინდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს პატრიარქი
ენკენისთვის 24.1999
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გაზეთი „მაისურაძე“ N1(2) 2002 წელი

1996 წელს, სოფელ ქვედის მკვიდრის, ბადრი მაისურაძის დაფინანსებით და თაოსნობით, ადგილობრივმა მაისურაძეებმა დაიწყეს წმ.სამების სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 1999 წლის 27 სექტემბერს ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ელისემ (აწ გარდაცვლილი) აკურთხა.
„მაისურაძეთა საგავარეულო კავშირის“ ინიციატივით ეკლესიაში დაბრძანებული იქნა ბეთანიელი ბერის წმ. იოანე აღმსარებლის (ერის კაცობაში ვასილ მაისურაძე) ხატი, სოფელ ქვედში ხატის აბრძანების ინიციატორი იყო თენგიზ გურამის-ძე მაისურაძე (სგვარეულო ფესვები ქვედი),
აღნიშნულ სოფელში ხატის აბრძანებას აგრეთვე ესწრებოდა „მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის“ საპატიო წევრი, რაჭის დიდი პატრიოტი, დედით მისურაძე, გაზეთ „რაეო“-ს რედაქტორი, აწ. გარდაცვლი ბატონი ბონდო გაგნიძე.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი