» » მაისურაძეთა საგვარეულო ხატი

მაისურაძეთა საგვარეულო ხატი

მაისურაძეთა საგვარეულო ხატი
მაისურაძეთა საგვარეულო ხატი
ტროპარი: ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ მცნობელთა თქვენთა: იოანე, სიყრმითვე მუშაკო განშვენებად ღმრთისა სავანისა; გიორგი წინასწარმეტყველებისა ნიჭით აღმკულო; წყვდიადსა შინა უსჯულოებათა გზნებულო ლამპრად მართლაღმსარებლობისა, ევედრენით ქრისეტსა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: დევნულებათა შინა აღმასრულებლად საიდუმლოთა სჯულისათა გამოსჩნდით სასოდ მორწმუნეთა, მრავალგვემულნო და დამცრობილნო მოძულეთა მიერ ქრისტესთა, ჭურნო სახიერებისა და სიბრძნისანო, მკურნალნო სენთა მრავალფერთანო, წმინდანო აღმსარებელნო მამანო იოანე და გიორგი, სულიერსა მწვერვალსა ზედა აღსრულნო და გაბრწყინვებულნო, მნათობნო მართლმადიდებლობისანო.

წმ. იოანე და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებლები
ხატზე დაწერილი არიან ბეთანიელი ბერები წმ. იოანე აღმსარებელი (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებელი (ერისკაცობაში გიორგი მხეიძე)
ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე ბეთანიაში მოღვაწეობდა 1921 წლიდან-1957 წლამდე (გარდაცვალებამდე).
იღუმენი გიორგი, ხოლო 1957 წლიდან არქიმანდრიტი გიორგი ბეთანიაში მოღვაწეობდა 1924 -1962 წლებში. იგი იყო ბერ გაბრიელის (ურგებაძე) სულიერი მოძღვარი. გარდაიცვალა 1962 წელს.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს წმ.სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე), სქემაში იოანე, ათეისტურ პერიოდში საქართველოს ეკლესიაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის შერაცხულ იქნენ წმინდანად და სახელად ეწოდათ, წმ. იოანე აღმსარებელი და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებელი.
მათი ხსენების დღედ დადგინდა ძვ. სტ.8 სექტემბერი ახ.სტ. 21 სექტემბერი.
ხატის ზომაა: 50სმ X 80სმ
ხატმწერი - მერაბ დევაძე

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი