» » ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ

ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ

ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
ბეთანიელი ბერების წმ. ნაწილების ამობრძანება 20.02.2014 წ
2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანებად შერაცხა ბეთანიელი ბერები არქიმანდრიტი იოანე და იღუმენი გიორგი. მათ ეწოდათ წმ. იოანე აღმსარებელი და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებელი. მათი ხსენების დღედ წმინდა სინოდის მიერ დადგენილი იქნა 21 სექტემბერი.

არქიმანდრიტი იოანე (ერიკაცობაში – ვასილ მაისურაძე.) დაიბადა 1882 წელს სამაჩაბლოში, სოფელ ერედვში. 12 წლის ყმაწვილი ავიდა ბეთანიის მონასტერში და ღებულობდა მონაწილეობას ბეთანიის მონასტრის აღდგენით სამუშაოებში. იგი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს, მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე), რომლის დიდი მონდომებით 1894–1896 წლებში მოეწყო და აღადგა სავანე.
ვასილ მაისურაძე 1903-1920 წლებში მოღვაწეობდა საბერძნეთში, წმინდა ათონის მთაზე ივერონის მონასტრის დაქვემდებარებაში არსებულ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. აქვე იგი აკურთხეს მღვდელმონაზონად.

ბერძნების მიერ ათონის მთიდან განდევნილი მამა იოანე მოღვაწეობდა არმაზის მონასტერში. 1921 წელს ჩეკისტებმა მამა იოანე ერთ ბერთან ერთად გამოიყვანეს მონასტრიდან და დახვრიტეს. ბეჭში მძიმედ დაჭრილი მამა იოანე, ნაპოვნი იქნა და გადმოყვანილი იქნა სამთავროს მონასტერში სადაც მთელი ღამე სიკვდილს ებრძოდა. იგი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს.
1922 წელს მამა იოანე ბეთანიას დაუბრუნდა და მთელი სულით განაგრძო ღვთისმსახურება, სადაც დაამკვიდრა ათონური მემკვიდრეობა და ამ სულიერებით იცხოვრა გარდაცვალებამდე.

მამა გიორგი (მხეიძე) მამა იოანეზე ხუთი წლით უმცროსი გახლდათ. მამა გიორგი დაიბადა რაჭაში, სოფელ ქვემო კრიხში. გიორგი მხეიძე მიტროპოლიტმა ნაზარმა ბერად აღკვეცა ხირსის მონასტერში. 1927 წელს ხირსის მონასტრის დარბევის შენდეგ ბერმა გიორგიმ მიაშურა ბეთანიის მონასტერს, რის შემდეგაც ეს ორი ბერი სიკვდილამდე ერთად მოღვაწეობდა ბეთანიის მონასტერში.

მე-20 საუკუნის ოცდაათიან წლებში პატრიარქმა მელქისედექმა მამა იოანე აკურთხა არქიმანდრიტად, ხოლო მამა გიორგი იღუმენად.
მამა იოანეს და მამა გიორგის უდიდესი ღვაწლის შედეგია ის, რომ როცა სახელმწიფო მანქანა მთელი ძალით ებრძოდა ეკლესიას და კრძალავდა წირვა ლოცვის ჩატარებას, ბეთანიაში ერთი დღითაც არ შეჩერებულა ღვთისმსახურება და ამით საქართველოში შენარჩუნებული და აღორძინებული იქნა იქნა ბერ-მონაზვნური ცხოვრების წესი.

ცნობილია, მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული. იგი თავისი ლოცვით უკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფებს კურნავდა. მან და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ–მუნჯი მამაკაცი, მათთან ხშირად მოჰყავდათ სხვადასხვა სენით დაავადებული ადამიანები.
არქიმანდრიტი იოანე გარდაიცვალა 1957 წელს, „მამა იოანე წავიდა ჩემგან, მარტო დამტოვა, დავობლდიო“, - შესჩიოდა თურმე მამა გიორგი მორწმუნეებს. აღდგომა დღეს მამა გიორგი თავისი მრევლით მამა იოანეს საფლავზე გავიდა და -„ქრისტე აღდგა!“- მიულოცა სულიერ ძმას. „ჭეშმარიტად“-ო ამოსძახა საფლავიდან წმინდა იოანემ. ეს იყო მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიის ისტორიაში მეორე შემთხვევა.

1962 წელი იყო, მამა გიორგის სულიერმა შვილმა, ბერმა გაბრიელმა (ურგებაძემ), რომელიც ამ დროს თბილისში იმყოფებოდა, უეცრად იგრძნო, რომ ბეთანიაში უნდა დაბრუნებულიყო და დაუყოვნებლად მონასტერს მიაშურა. „დიდება უფალს, შეისმინა დედა ღვთისამ ჩემი ვედრება!" - წარმოთქვა მოძღვარმა მამა გაბრიელის დანახვაზე. მამა გიორგის უჩვეულოდ ეჭირა თავი, ყველაფერი ახალი და სუფთა ჩაეცვა, თითქოს დღესასწაულისთვის ემზადებაო. „მალე წავალო“, - უთქვამს გაბრიელისთვის, - „თუმცა სხეულით მივდივარ, სულით ყოველთვის აქ ვიქნები, ბეთანიას არასოდეს მივატოვებო“ უთხრა მოძღვარმა გაბრიელს.. ბოლოს, სთხოვა, ლიტურგია აღესრულებინა და ეზიარებინა. მამა გაბრიელმა ყოველივე აღასრულა. 1962 წლის 12 სექტემბერს ღამის 3 საათზე მამა გიორგიმ სული თვისი ჩააბარა უფალს.

“მამა გიორგი და მამა იოანე ორი ცეცხლოვანი სვეტი იყო ღვთის წინაშე მდგომი საქართველოსათვის და ადამიანის სულთა ცხონებისათვის. მამა გიორგი შეუჩერებელი ლოცვის ძალას ფლობდა. მე თვითონ ჩავაწვინე სამარეში და გულზე სახარება და ჯვარი დავადე. იგი უხრწნელი წევს საფლავში, მე ეს კი არ მწამს, არამედ ვხედავ ამას. გახსენით მისი საფლავი, რა უნდა უხრწნელ მამას მიწაში.” – ეს სიტყვები ეკუთვნის მამა გაბრიელს.
ბეთანიელი მამები დაკრძალულნი იქნენ ბეთანიის მონასტრის ეზოში. მაისურაძეთა და მხეიძეთა საგვარეულო კავშირების ძალისხმევით, გაკეთდა წმინდა ბეთანიელი ბერების საფლავები.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 2003 წელს დაიწერა წმ.იოანე აღმსარებლის (მაისურაძე) და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებლის (მხეიძე) ხატები. მაისურაძეებმა და მხეიძეებმა აღნიშნული ხატები 2004 წელს ჩააბრძანეს ბეთანიის ტაძარში.

მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის დაფინანსებით და ორგანიზებით წმ. ბეთანიელი მამების ხატები დაბრძანებულია საქართველოს ორმოცდაათზე მეტ ტაძარში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში და რუსეთის მრავალ ეკლესია-მონასტრებში.

2011 წელს მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით და დაკვეთით ხატმწერმა მერაბ დევაძემ დაწერა წმ. მამების იოანე და წმ. გიორგი-იოანეს ხატები და მაისურაძეებმა ხატებთან ერთად მოილოცეს ყველა ის მონასტერი სადაც მამა იოანე მოღვაწეობდა, კერძოდ: არმაზის მონასტერი, სამთავროს დედათა მონასტერი, (სადაც ჩეკისტების მიერ არმაზის მონასტერში დახვრეტილი და მძიმედ დაჭრილი მამა იოანე დედების მზრუნველობით რეაბილიტაციას გადიოდა) და ბეთანიის მამათა მონასტერი, ხოლო 2011 წლის 15 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, მაისურაძეთა შვიდკაციანი ჯგუფი მღვდელმონაზონ იონას (მაისურაძე) ხელმძღვანელობით გაემგზავრა წმინდა ათონის მთაზე. მაისურაძეებმა საქართველოდან წმინდა მთაზე წააბრძანეს წმინდა ბეთანიელი მამების ორი ხატი, რომელთაგან ერთი დააბრძანეს ივერონის მონასტერში, ხოლო მეორე წმინდა სამების ტაძარში მიართვეს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია II-ს.

უფლის შეწევნით და ქ. ურანოპოლში მცხოვრები გულანთებული მართლმადიდებლის, მერაბ ქორიძის დახმარებით მიკვლეული იქნა ივერონის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის ნანგრევები, სადაც ასი წლის წინ მოღვაწეობდა წმ. მამა იოანე აღმსარებელი. ამ ტაძრის ნანგრევებთან მამა იონამ (მაისურაძე) გადაიხადა წმინდა მამების მოსახსენებელი პარაკლისი.

2014 წლის 20 თებერვალს ბეთანიაში არსებულ მამათა მონასტრის ეზოში წმინდა მამების – იოანე აღმსარებლის (მაისურაძის) და გიორგი-იოანე აღმსარებლის (მხეიძის) საფლავები გაიხსნა და მათი წმინდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დასვენდა.
ბეთანიის ტაძრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მამა იაკობის განმარტებით წმ. მამების სიყვარული ქართველი ერისთვის განსაკუთრებულია და მათი საქართველოში არსებობა იყო ქვეყნისთვის დიდი ნუგეში“ წმინდა ნაწილების აღმოყვანება ერში გააძლიერებს რწმენას და დიდი სიხარულის და დიდი იმედის მომტანი იქნება ქართველი ერისთვის.

ამ დღეს ბეთანიაში ჩამობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. უწმინდესმა და უნეტარესმა წმინდა იოანესთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა: - ”მე ვიყავი მოსკოვის სასულიერო აკადემიის სტუდენტი, როცა მცხეთაში ჩამოვედი. აქ ბრძანდებოდა არქიმანდრიტი იოანე. მე მოვახსენე რომ გავხდი მოსკოვის სასულიერო აკადემიის სტუდენტი, მამა იოანემ ტირილი დაიწყო. ტირილი იმიტომ, რომ მას აღარ ეგონა თუ ვინმე ახალგაზრდა კიდევ შეუდგებოდა სასულიერო გზას. ეს იყო საოცარი შეხვედრა”.

წმ. მამების იოანე აღმსარებლის და გიორგი-იოანე აღმსარებლის განვლილი ცხოვრების გზა მაგალითის მიმცემია ყველა ქრისტიანისთვის.
წმ. მამების ლოცვა ფარავდეს სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს და ყველა მორწმუნე ქრისტიანს, მათმა მადლმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი