» » თენგიზ მაისურაძე

თენგიზ მაისურაძე

თენგიზ მაისურაძე

დაბადების თარიღი: 1942 წლის 13 ივლისი
დაბადების ადგილი: ქ.თბილისი

განათლება:
1964–1966 წწ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო კულტურის უნივერსიტეტის ასპირანტურა.
შრომითი გამოცდილება:
2007-2009 წწ კულტურის ცენტრი „თბილისი არტ ჰოლის“ - დირექტორი
2006-2007 წწ. საქართველოს რკინიგზის მინისტრის მრჩეველი.
1991- დან 2006 წწ. რკინიგზელთა კულტურის ცენტრი - გენერალური დირექტორი.
2001-დან 2004- წწ. ვ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრი - დირექტორი.
1972 წლიდან პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კულტურულ-საგანმანათლებო სასწავლებელში, თეატრალურ ინსტიტუტში, კულტურის ინსტიტუტში და ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში.
წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პროფსაბჭოში, კულტურის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკურ კომიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, შემდეგ-თბილისის ტურისტურ-სამოგზაურო ბიუროს დირექტორად.
კვალიფიკაციაა:
1966 წ. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი.
1995 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება,
1996 წელს არჩეული იქნა პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
2002 წელს არჩეული იქნა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად.

2007 წ - ქართული ხელოვნებისა და კულტურის დარგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ახალგაზრდული თაობის აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დააჯილდოვებული იქნა ღირსების ორდენით.

P.S. თეატრალური განათლება მიიღო თბილისში. ოთხი წელი მსახიობად იმუშავა თეატრში, დადგა სამი სპექტაკლი: ც. კატაევის „მოუსვენარი დასვენება“, უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ და ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“.
გარდაიცვალა, 2009 წლის 11 დეკემბერს.

ps. 2014 წლის 13 დეკემბერს თბილისის „არტ-ჰოლში“ ჩატარებული იქნა ღვაწლმოსილი ხელოვანის, მაისურაძეთა საამაყო შვილის აკადემოკოს თენგიზ მაისურაძის ხსოვნასთან მიძღვნილი საღამო, რასაც დაესწრო მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის წარმომადგენლობა.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი