სიმონ იორდანეს-ძე მაისურაძე
ა. ი. პ. „მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის“ გამგეობის წევრი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1979 წლამდე მუშაობდა ცეკავშირის სისტემაში,
1979 წლიდან გარდაცვალებამდე (09.02.2012წ) სპორტის დეპარტამენტში მუშაობდა ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე.
სიმონ მაისურაძე არის საქართველოს 11-გზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი (1952წ). ცნობილი სპორტული მოღვაწე, ქართული ჭიდაობის სახელმძღვანელოს ავტორი (1987წ), ქართული ჭიდაობის ფედერაციის პასუხისმგებელი მუშაკი 1979 წლიდან. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 09.02.2012 წელს
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 სექტემბერის N 492 ბრძანებულება.
„ქართული ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ქართული ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში სიმონ მაისურაძე დააჯილდოვდეს ღირსების მედლით.ე. შევარდნაძე“
კომენტარები (0)