» » შოთა ალექსანდრეს-ძე მაისურაძე

შოთა ალექსანდრეს-ძე მაისურაძე

შოთა ალექსანდრეს-ძე მაისურაძე

ა.ი.პ. „მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის“ გამგეობის წევრი

დაბადების თარიღი: 1944 წლის 16 იანვარი
დაბადების ადგილი: ონის რაიონი სოფ. ირი

განათლება:
1961-1967 საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტრული სადგურები - ინჟინერ-ელექტრიკოსი

შრომითი გამოცდილება :
2005- 2014 წწ (გარდაცვალებამდე): - სს „საქრუსენერგო“- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.
1997-2005 წწ - სს „საქრუსენერგო“- გენერალური დირექტორი
1996-1997წწ - სახელმწიფო კომპანია „საქენერგოგენერაცია“ - გენერალური დირექტორის მოადგილე.
1995-1996წწ - დეპარტამენტი „საქენერგო“ - თავმჯდომარის მოადგილე.
1985-1995 წწ - „საქმთავარენერგო“-ს სამრეწველო სარემონტო საწარმო - მთავარი ინჟინერი.
„საქენერგორემგაწყობა“- მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
საწარმოო გაერთიანება „საქენერგო-რემონტი“- მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორი.
1978-1983 წწ - მშენებარე ენგურჰესის კასკადის დირექციის მთავარი ინჟინერი, ენგურჰესის კასკადის დირექტორი.
1970-1978 წწ - „საქმთავარენერგო“-ს ცენტრალური სადისპეჩერო სამსახური - მორიგე დისპეჩერი. ცენტრალური სადისპეჩერო სამსახურის უფროსის მოადგილე,
პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

კვალიფიკაციაა:
არის მრავალი რაციონალოზატური წინადადებებისა და გამოგონების ავტორი, რომელთა დანერგვამ მნიშვნელოვანი ეფექტი გამოიწვია საქართველოში ენერგეტიკის დარგში.
ენგურჰესის ექსპლოატაციაში გაშვების, საექსპლოატაციო კადრების მომზადების და კოლექტივის ჩამოყალიბებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 1979 წელს დაჯილდოვდა - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

ენგურჰესის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისა და სამუშაოთა წარმატებით შესრულებისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით 1997 წელს დაჯილდოვდა - ღირსების ორდენით.

2005 წელს ზვავსაშიშროების თავიდან აცილების მიზნით სს „საქრუსენერგო“-მ კოდორის ხეობაში ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე 500 კვ.ეგხ. „კავკასიონზე“ განახორციელა ბაგირებზე ხაზის დაკიდება, ანძების გამოუყენებლად, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, იდეის ავტორი და სამუშაოების უშუალოდ ჩამტარებელი (იხილე ვიდეო)

2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მეორედ დაჯილდოვდა - ღირსების ორდენით.

საგვარეულო ფესვები – რაჭა, სოფ. ირი
გარდაიცვალა 06.10. 2014 წელს.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი