» » „გავხედოთ მომავალს“ ბონდო გაგნიძე

„გავხედოთ მომავალს“ ბონდო გაგნიძე

„გავხედოთ მომავალს“ ბონდო გაგნიძე
„გავხედოთ მომავალს“

ათასწლეულებიდან მოედინება დალოცვილი ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის სისხლისმიერი ხმიანება.
მოედინება და დროის სივრცეში მარადისობასთან გაჯიბრებულს სიბერე არ ეპარება.
არავინ იცის როდის ეწეოდა პირველად ჩვენს დიდ წინაპარს გვარი - მაისურაძე
სამწუხაროა ისიც, რომ ბევრი რამ არ ვიცით ჩვენი გვარის ეტიმოლოგიის შესახებ.
სამწუხაროა, რომ დროის ქარტეხილებს გავაყოლეთ სახელოვანი მოგვარეების ხსოვნა და სახელები.
სამწუხაროა, რომ ყოველდღიური ფუსფუსით გართულებს დაგვიწყებია ერთმანეთი და გავთითოკაცებულვართ.
დროა მოვიკითხოთ ერთმანეთი!
ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი დარდ-წუხილი და ერთად მოვერიოთ უამურ ყოფას.
დროა ჩვენი ერთად ყოფნით დავდგეთ ისევ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, როგორც იდგნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
არ დაგვავიწყდეს „ვისი გორისანი“ ვართ!
არ დაგვავიწყდეს თორემ მომავალი არ გვაპატიებს.
არ გვაპატიებს!

ბონდო გაგნიძე

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი