» » ლეგენდა გვარის შესახებ

ლეგენდა გვარის შესახებ

ამონაწერი მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გაზეთი „მაისურაძე“ N1(2) 2002 წელი,
სტატიის ავტორია ვასილ მაისურაძე, რომელიც შოთა კოხრეიძის მონათხრობს იხსენებს

ინდოეთში არის მაისურაძის შტატი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მაისურაძის გვარს, მინდა მკითხველს მოვუთხრო ნამდვილი ამბავი. ინდოეთში არის მდინარე კავერი. მის შუა ნაწილში ქალაქი მაისური.
გთავაზობთ ამონაწერს გაზეთ „კვირის პალიტრიდან“ სადაც შოთა კოხრეიძე ინტერვიუში წერს: „ჩვენი წერილი უშუალოდ მაისურაძის გვარს ეხება, რომელსაც სიმრავლის მიუხედავად მეოთხე ადგილი უკავია, მაისურაძეები საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობენ.
1953 წელს მოსკოვში გამომიძახეს გეოლოგთა თათბირზე (მაშინ ერევანში ვმუშაობდი). ბუნებრივია მოსკოვში წასასვლელ ბილეთს იქ ვერ ვიშოვიდი, აეროპორტი და რკინიგზა სტალინის დაკრძალვასთან დაკავშირებით გადატვირთული იყო. მე კი არა, უცხოეთის დელეგაციებს უჭირდათ გამგზავრება. 8 მარტს თბილისში ჩამოვედი იმ იმედით, რომ აქ შევძლებდი ბილეთის შოვნას.
იმედმა გამიმართლა და თბილისი-მოსკოვის მატარებელში საერთაშორისო ვაგონში აღმოვჩნდი ინდოეთის დელეგაციასთან ერთად 9 მარტს. მატარებელი სოხუმის მისადგომებთან უცებ გაჩერდა, ავტომატურად ჩაირთო გაბმული სიგნალი, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ იწყებოდა სტალინის დაკრძალვის ცერემონიალი, ჩვენი საერთაშორისო ვაგონით სამი სახელმწიფოს: ირანის, თურქეთის და ინდოეთის დელეგაციის წევრები მგზავრობდნენ. სიგნალის დაწყებისთანავე ისინი კუპეებიდან გამოვიდნენს. ყველა ტიროდა, რა თქმა უნდა მეც, რადიო თბილისიდან იოსებ ნონეშვილის „მამას ძვირფასოსა“ და კონსტანტინე გამსახურდიას გულში ჩამწდომ სიტყვებს გადმოსცემდა.
მატარებელი დაიჩრა ჩვენ ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. ჩემმა ინდოელმა თანამგზავრმა პორტფელიდან ამოალაგა ჟურნალ-გაზეთები, ფერადი ალბომები, ატლასები და მაგიდაზე დადო. ბუნებრივია საუბარი სტალინის ირგვლივ გაიმართა, ინდოელმა გაშალა ინგლისურ ენოვანი გაზეთი, სადაც დაბეჭდილი იყო სტალინის და ჯავახიშვილის სურათი. ერთმა სტალინის სურათის წარწერაზე მიმითითა და უაქცენტო რუსულით მითხრა: „აქ დაბეჭდილია ანსი ბარბიუსის ნათქვამი სტალინზე“
ჩვენი საუბარი თანდათან აეწყო, დავათვალიერე ინდოეთის და პაკისტანის ფერადი ილუსტრაციები. გამაოცა იდუმალი გამოქვაბულების ხილვამ, ზღაპრულმა ოქროს ტაძრებმა, მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებულმა „ტაჯმაჰალის“ სასახლემ, მაგრამ უფრო მეტად მისმა ნაამბობმა გამაოგნა.
აზა-ფხანს, ასე ერქვა ჩემს ინდოელ თანამგზავრს, დამთავრებული ჰქონდა კემბრიჯის უნივერსიტეტი, იმჟამად ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას - აპირებდა პაკისტანში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
ბრწყინვალედ იცოდა ინდოეთის და პაკისტანის ისტორია და წარმოიდგინეთ ზოგი რამ საქართველოს შესახებაც.
აზა-ფხანმა მოულოდნელად მკითხარატომ ჰქვია თქვენს დედაქალაქს თბილისი? რათქმაუნდა ვუამდე ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებული ლეგენდა . აზა-ფხანი კმაყოფილი დარჩა, შემდეგ გაკვირვებით შემომხედა და დანანებით ჩაილაპარაკა: „რა კაცი დავკარგეთ- სტალინი“ გაოცებულმა შევხედე და როგორც ახლობელმა თბილად მითხრა: რატომ გაგიკვირდა მეც ქართველი ვარ , ოღონდ ძველისძველი ქართველების ჩამომავალი. არ გჯერათ თქვენი ჯილაგისა რომ ვარ? გადაშალა ინდოეთის გეოგრაფიული ატლასი და მითხრა -„შეხედეთ ინდოეთის რუკას, მის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაისურს , -სიტყვა შეაყოვნა და განაგრძო, ახლა რასაც გიამბობთ, ძალიან გაგაოცებთ , გაგიკვირდებათ საიდან იცის ქართველების ისტორიის ერთი შტრიხიო, დიახ მე ვარ მაისურაძეების გვარიდან და რასაც გიამბობთ შესაძლოა თქვენთან დავიწყებული იყოს.
ქალაქი მაისური გაშენებულია მდინარე კავერის შუა წელში, და ზღვის დონიდან 1 000 მეტრის სიმაღლეზეა. იქ ამჟამად მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. უხსოვარი დროს ეს ადგილი წარმოადგენდა ხელოსანთა, მონათა და გასაყიდ მეომართა თავშესაფარს. საინტერესოა, რომ მეომართა უმრავლესობა საქართველოში ძვირად ნაყიდი ქართველები იყვნენ. ძირითადად მაისურაძეები. ისინი გამოირჩეოდნენ ბრძოლებში არნახული გაუგონარი სიმამაცით, ამავე დროს სანაქებო მოჭიდავეები იყვნენ, ბრძოლაში ჭიდაობაში გამარჯვების სასწორი ყოველთვის მაისურაძეების მხარეზე იხრებოდა.
ინდოეთში იქ სადაც თავს იყრიდნენ მაისურაძეები, დროთა განმავლობაში ქალაქად გადაიქცა. ინდოელებმა მას „მაისური“ შეარქვეს ასე დაამთავრა თხრობა აზა-ფხან-მაისურაძემ.
მოსკოვში ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით. ჩვენი შეხვედრიდან ათი წლის შემდეგ ერთხელ კიდევ შევიტყვე ინდოელი-ქართველი აზა-ფხანის შესახებ. გავიგე, რომ პაკისტანის ვიცე-პრეზიდენტი გამხდარა. თითქმის ნახევარი საუკუნე მაშორებს აზა-ფხანთან შეხვრედრას და ახლაც თვალწინ მიდგას ადამიანი, რომლისგანაც გავიგე, რომ საქრთველოდან 4 ათასი კილომეტრის დაშორებით არსებობს ქართველების ნაკვალევი ინდოეთის მიწაზე.
ვასილ მაისურაძე

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი