» » ანზორ მაისურაძის ვერსია

ანზორ მაისურაძის ვერსია

ერთ- ერთი ვერსია გვარი მაისურაძის წარმოშობის შესახებ
მთხრობელი: პოლკოვნიკი ანზორ ამბროსის ძე მაისურაძე (ცხმორელი).
მისი ბიოგრაფიის მიხედვით, წლების წინ საკავშირო უშიშროების კომიტეტის დავალებით, მას მოღვაწეობა მოუწია არბულ ქვეყნებში. იორდანიაში ერთ-ერთ შეხვედრაზე ახლადგაცნობილი კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თურმე მას შეეკითხა „რა იცით თქვენ, თქვენი გვარის წარმომავლობის შესახებო... როგორც ახსოვს, მას უპასუხია, რომ ქართული სიტყვა მაისურისგან იღებს სათავეს ჩემი გვარიო...
ამაზე მასპინძელს გაღიმებია. გამოუთქვამს თავისი მოსაზრება და ანზორისათვის უთქვამს შემდეგი: „...არაბული ლექსიკონის მიხედვით, სიტყვას maisur - ს აქვს ორი განმარტება:
პირველი: სვებედნიერი. ე.ი ამ გვარის მატარებელი პიროვნება ცხოვრებაში სვებედნიერი იქნებაო.
მეორე: mai – არაბულად არის წყალი, ხოლო sur - სურა,დოქი, წყლის სხვა ჭურჭელი. ე.ი ამ გვარის მატარებელი პიროვნება უნდა ყოფილიყო ხელობით წყლის მაძიებელის ბუნებრივი ნიჭის პატრონი, რომელის წყალობითაც ნებისმიერ რელიეფში მას წყლის საბადო უნდა აღმოეჩინა, მათ შორის უდაბნოშიც. ერთი სიტყვით, არაბულად სიტყვა მ ა ი ს უ რ ა ძ ე წყლის მძებნელს ნიშნავსო“...
როგორც ბ-მა ანზორმა თქვა, ის გარკვეულწილად იზიარებს იმ არაბი მოხელის აზრს ჩვენი გვარის წარმომავლობის თაობაზე...
ანზორმა ამას თან დააყოლა ერთი ამბავი მისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან. მან გაიხსენა მისი ლექტორი გურამ ჭილაშვილი, რომელსაც ერთ ერთ ლექციაზე სტუდენტებისათვის უთქვამს: „... ძველად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვა ხელობასთან ერთად არსებობდა იმ პერიოდისთვის საკმაოდ პოპულარული წყლის მაძიებელის პროფესია. ამის ნიჭი ძალიან იშვიათად თუ ვენმეს აღმოაჩნდებოდა. ალბათ ათასში ერთს. კახეთში ასეთი ხელობის მისი მამა ყოფილა ერთ ერთი მათგანი. ბავშვობის წლებში, მას არაერთხელ უხილავს მამა ამ საქმით დაკავებული. მისი სიტყვებით, მამამისს გააჩნდა წყლის საბადოს აღმოჩენის იშვიათი ალღო და მისი ამ თვისების გამო ის არამარტო თანასოფლელთა შორის არამედ მთელს კახეთში ფრიად საპატივცემლო კაცად ითვლებოდაო“.
ჩაწერილია ჩემს მიერ 1983 წლის 15 ნოემბერს საქართველოს უშიშროების სამინისტროში.
გოგი მაისურაძე (გოგილო)
P.S - იმჟამად პოლკოვნიკი ანზორ მაისურაძე უშიშროების სამსახურში დაზვერვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ხოლო თქვენი მონა-მორჩილი ახლად გადმოყვანილი იყო აფხაზეთის უშიშროების ანალოგიური სამსახურიდან და საგამოძიებო განყოფილებაში მსახურობდა განსაკუთრებულ მნიშვნელობის საქმეთა უფროს გამომძიებლად. როგორც ცნობილია, იმ პერიოდში საქართველოს უშიშროების სახვადასხვა დანაყოფებში 15 -ზე მეტი სხვადასხვა წოდების ოფიცერი - მაისურაძე მსახურობდა.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი