86 წლის გიორგი მაისურაძის მონათხრობი
ასპინძის რაიონის სოფ. ნაქალაქევის მკვიდრ 86 წლის გიორგი მაისურაძის მონათხრობი სამების ტაძრის ეზოში 2016 წლის 6 მაისს საგვარეულო კავშირის შეკრებაზე
* წინაპრებისგან მოსმენილ ამბებზე ჩვენი გვარის წარმომავლობაზე;
მესხეთის ისტორიულ სოფლებში: (ზედა თმოგვი; ნაქალაქევი ) მაისურაძეების ცხოვრების შესახებ.
ჩემი რესპოდენტის ვარაუდით, ჩვენი გვარის წარმოშობა ძირითადად უნდა უკავშირდებოდეს არაბების (მურვან ყრუს) საქართველოში შემოსევის და დამკვიდრების პერიოდს. არაბულად MAI - სურა, ხოლო SU - წყალი.
იმ პერიოდში, მაისურაძეების ერთ- ერთი ძირითადი ხელობა ყოფილა გვალვიან ადგილებში (უდაბნოში) ყველა სულდგმულისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტის - წყლის საბადოს მოძიება...
მისივე მეორე ვერსიის თანახმად, ძვ.მესხეთის ერთ- ერთ სოფელში (ნაქალაქევი), ბუნებით ურჩმა და უტეხმა მაისურაძეებმა არაბ მოხელეების მიერ დადგენილი გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით მიუვალ ტყეებს შეაფარეს თავი. თუმცა, მოგვიანებით დამპყრობლებმა მათი ადგილსამყოფელი გამოაშკარავეს და წინანდელთან შედარებით უფრო მძიმე ხარკი დააკისრეს. ესეც არ აკმარეს და სხვებისგან გამოსარჩევად, ყველა ჩვენი გვარიშვილს დაავალეს თეთრი ტილოს ზედა სამოსის ტარება.
ბატონი გიორგის სიტყვებით, „... ჩვენი გვარი 914 წლიდან იღებს სათავეს. გვარის დიდი წინაპრები სოფ. ზემო თმოგვში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. სოფლის მიდამოებში იყო რკინის მდიდარი საბადოები და მაისურაძეები მისი მოპოვების, (დაწურვის) და ჭედვის დიდ საიდუმლოს ფლობდნენ. ისინი რკინის დამუშავების უბადლო ოსტატები იყვნენ. სოფელში ჰქონდათ რამდენიმე სალოცავი, მათ შორის წმინდა გიორგის სახელზე აშენებული ერთნავიანი ეკლესია, შესანიშნავი ფერწერული ფრესკებით და ძველი ქართული წარწერებით.
გოგი მაისურაძე.
კომენტარები (0)