» » რეპრესირებული მაისურაძენი

რეპრესირებული მაისურაძენი

რეპრესირებული მაისურაძენი
რეპრესირებული მაისურაძენი
რეპრესირებული მაისურაძენი
რეპრესირებული მაისურაძენი
რეპრესირებული მაისურაძენი
წარმოგიდგენთ, 1937-1938 წლებში რეპრესირებულ 10 მაისურაძესთან დაკავშირებულ შინსახკომის სხდომის ოქმებიდან ამონაწერებს (სტილი დაცულია) და 1 მაისურაძის, საქართველოს ჩკ-ს სხდომის ოქმიდან ამონაწერს.

შინსახკომის სამეულის ( троика нквд) სხდომის ოქმები
შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N77
სხდომის თარიღი: 28.12.1937 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ალექსანდრე (სანდრო) სოლომონის-ძე
დაბადების თარიღი: 01.01.1899წ
დაბადების ადგილი: ქ.თბილისი
ეროვნება: ქართველი
განათლება: საშინაო განათლებით
სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მგლინავი, სპილენძ-საგლინავ ქარხანაში
პარტიულობა: ყოფილი მენშევიკი
ნასამართლები იყო: 1935 წ. 1 წლით ხულიგნობისთვის
1936 წ 3 თვე იძულებითი სამუშაო
ბრალი ედება: მასზედ, რომ იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მტრულად განწყობილი, ეწეოდა აქტიურ ანტი საბჭოთა და კონტრრევოლუციურ აგიტაციას მასებს შორის. აკრიტიკებდა პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელებს.
თავი დამნაშავედ სცნო ნაწილობრივ.
სხდომის გადაწყვეტილება: პირადი ქონების კონფისკაცია
მუხლი: 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა.

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N1
სხდომის თარიღი: 11.08.1937 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ანა ივანეს-ას
დაბადების თარიღი: 01.01.1908წ
დაბადების ადგილი: ქ.თბილისი
ეროვნება: ქართველი
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
სოციალური მდგომარეობა: მოსამსახურე
პარტიულობა: უპარტიო
ნასამართლები იყო: 1929 წ. დაპატატიმრებული იყო კონტრრევოლუციური-ტროცკისტული საქმიანობისთვის. მეორეჯერ 1935 წელს იმავე ბრალდებით. 1936 წელს გასამართლებული იქნა სსრკ შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს მიერ 5 წლით.
ბრალი ედება: მასზედ, რომ იყო კონტრრევოლუციური, ტერორისტული, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მის მუშაობაში, ეწეოდა ახალი პირების გადმობირებას კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და ავრცელებდა კონტრრევოლუციური ხასიათის ფურცლებს.
მუხლი: 58-8; 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა.
შენიშვნა: მისი მეუღლე წულუკიძ ირაკლი კონტრრევოლუციური საქმიანობიოსთვის იყო გადასახლებული.

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N78
სხდომის თარიღი: 29.12.1937 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ბაგრატ სტეფანეს-ძე
დაბადების თარიღი: 01.01.1897წ
დაბადების ადგილი: ახალქალაქის რა-ნი სოფ. აფნი
ეროვნება: ქართველი
განათლება: დაბალი განათლებით
სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ასპინძის რაიონის სახელმწიფო ბანკის ყოფილი დირექტორი, სახელმწიფო მოხელე.
სოციალური მდგომარეობა: მოსამსახურე
ბრალი ედება: მასზედ, რომ არის საქართველოს არალეგალური კონტრრევოლუციურ მეამბოხეთა ტერორისტული „მემარჯვენე“ ორგანიზაციის წევრი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კ.ბაგაფშის დავალებით შეაფერხა პარტიული მუშაობა ასპინძის რაიონში ერის მტრების, ასპინძის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ჯაფარლის დაპატიმრების შემდეგ რაი აღმასკომის პარტკომის სახელით გამოიტანა დადგენილება, რომ ჯაფრალის დაპატიმრების შემდეგ, მუშაობა დასუსტდა.
სხდომის გადაწყვეტილება: პირადი ქონების კონფისკაცია
მუხლი: 58-11, 58-10
სასჯელის ზომა: დახვრეტა.

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N68
სხდომის თარიღი: 16.12.1937 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე დიმიტრი სიმონის-ძე
დაბადების თარიღი: 01.01.1879წ
დაბადების ადგილი: ბოლნისის რა-ნი სოფ. აკაურთა
საცხოვრებელი ადგილი: ბოლნისის რა-ნი სოფ. წითელი სოფელი
ეროვნება: ქართველი
განათლება: მცირე მცოდნე.
სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კოლმეურნეობის წევრი
საქმიანობის პროფილი: სოფლის მეურნეობა
სოციალური მდგომარეობა: გლეხი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პარტიულობა: ყოფილი მენშევიკი
დაპატიმრების თარიღი: 15.07.1937წ
ნასამართლები იყო: 1924წ და 1927წ დაპატიმრებული იყო სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მიერ, კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო.
ბრალი ედება: მასზედ, რომ იგი იყო სოფ.წითელი სოფელის კონტრრევოლუციური, არალეგალური, მენშევიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ჩაირიცხა რა კოლმეურნეობაში, ეწეოდა ანტი საბჭოთა და ანტი საკოლმეურნეო აგიტაციას, აწარმოებდა მავნებლურ საქმიანობას უხარისხოდ იღებდა კართოფილს და ფანტავდა მოსავალს, რის გამოც გარიცხეს კოლმეურნეობიდან. 1932 წელს მალე აღიდგინა თავი, ხალხის მტრის პავლე მელაძის რეკომენდაციით, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა, სოფ.წითელ სოფელში
სხდომის გადაწყვეტილება: გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში
მუხლი: 58-11, 58-10
სასჯელის ზომა: 10 წელი.
შენიშვნა: მენშევიკების სახალხო გვარდიელი

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N77
სხდომის თარიღი: 28.12.1937 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ემლო გიორგის-ძე
დაბადების თარიღი: 01.01.1874წ
ეროვნება: ქართველი
წოდება წარსულში : კულაკი
პარტიულობა: უპარტიო
დაპატიმრების თარიღი: 23.12.1937წ
ნასამართლები იყო: სამჯერ იყო დაპატიმრებული ანტი საბჭოთა საქმიანობისთვის
ბრალი ედება: მასზედ, რომ ეწეოდა ანტი საკოლმეურნეო აგიტაციას, მისი მიზანი იყო გამოეწვია უკმაყოფილება სოფელ მუსხის დანარჩენ კოლმეურნეებში, პარტიისა და მთავრობის ღონისძიებებისადმი კოლექტივიზაციის საკითხში.
სხდომის გადაწყვეტილება: გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში
მუხლი: 58-10
სასჯელის ზომა: 10 წელი.

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N49
სხდომის თარიღი: 03.12.1937 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ივანე მიხეილის-ძე
დაბადების თარიღი: 01.01.1882წ
დაბადების ადგილი: გორის რა-ნი სოფ. ნიქოზი
ეროვნება: ქართველი
განათლება: სამხედრო
სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კოლმეურნე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
სოციალური მდგომარეობა: გლეხი
პარტიულობა: უპარტიო
დაპატიმრების თარიღი: 16.09.1937 წ
ბრალი ედება: მასზედ, რომ აქტიურად ეხმარებოდა გორის რაიონში კასრაძის პოლიტბანდას, კოლმეურნეებს შორის ეწეოდა ანტისაკოლმეურნეო აგიტაციას, რომ გამოეწვია კოლმეურნეებსშორის უკმაყოფილება, საბჭოთა ორგანოების მიმართ, ის ამბობდა: საბჭოთა ხელისუფლებამ მოსპო გლეხობა, როცა შექმნა კოლმეურნეობები, მაგრამ არაუშავს, ისინი მალე დაიშლებიან. ეშმაკმა დალახვროს საბჭოთა ხელისუფლება, რომ ასეთ სიღარიბემდე მიგვიყვანა.
სხდომის გადაწყვეტილება: გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში
მუხლი: 58-11, 58-10
სასჯელის ზომა: 10 წელი
შენიშვნა მენშევიკების მთავრობის გვარდიელი.

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N102
სხდომის თარიღი: 15.03.1938 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ივანე ივანეს-ძე
დაბადების თარიღი: 01.01.1888წ
დაბადების ადგილი: ყაზბეგის რა-ნი, სოფ.ტყარშეთი
ეროვნება: ქართველი
განათლება: დაბალი განათლებით
წოდება წარსულში: გლეხი
პარტიულობა: უპარტიო
ბრალი ედება: მასზედ, რომ არის მემარჯვენეების კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრი, ეწოდა ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებას, თიანეთის რაიონში ჰქონდა თავისი საბეჭდი მანქანა და ბეჭდავდა არალეგალურ ლიტერატურას და პროკლამაციებს. მტრულად იყო განწყობილი პარტიის და მთავრობის ღონისძიებებისადმი, არის სოციალურ-საშიში ელემენტი.
სხდომის გადაწყვეტილება: პირადი ქონების კონფისკაცია
მუხლი: 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა.

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N23
სხდომის თარიღი: 05.10.1937 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ნიკოლოზი გრიგოლის-ძე
დაბადების ადგილი: ქ.გორი
ეროვნება: ქართველი
განათლება: მასწავლებელი, ყოფილი მღვდელი
საქმიანი პროფილი: პედაგოგი
სოციალური მდგომარეობა: მოსამსახურე
წოდება წარსულში: მღვდელი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ბრალი ედება: მასზედ, რომ მისი შვილი ალექსანდრე მაისურაძე 1929 წელს წავიდა ემიგრაციაში პარიზში, რომელთანაც ნიკოლოზს ჰქონდა აქტიური კავშირი. ეწეოდა ანტი საბჭოთა აგიტაციას, მაისის შუა რიცხვებში ბესავაშვილ გიორგისთან სტუმრად ყოფნის დროს წარმოთქვა შემდეგი სადღეგრძელო: როცა ჩვენი შვილებოი დაბრუნდებიან საფრანგეთიდან ისინი ჩამოიტანენ ფრანგულ ცივილიზაციას.
სხდომის გადაწყვეტილება: პირადი ქონების კონფისკაცია
მუხლი: 58-10
სასჯელის ზომა: დახვრეტა.

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N120
სხდომის თარიღი: 09.10.1938 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე პავლე ბაგრატის-ძე
დაბადების წელი: 01.01.1901წ
დაბადების ადგილი: ასპინძის რა-ნი სოფ. ზემო თმოგვი
ეროვნება: ქართველი
სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ასპინძის მილიციის ყოფილი უფროსი
საქმიანი პროფილი: მილიცია
სოციალური მდგომარეობა: მოსამსახურე
წოდება წარსულში: გლეხი
პარტიულობა: ყოფილი სკკპ (ბ) წევრი
ბრალი ედება: მასზედ, რომ 1936 წელს წარმოადგენდა კონტრრევოლუციური ტროცკისტული მეამბოხე და ტერორისტულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრს. გეგმავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას სკკპ (ბ) -სა ხელმძღვანელობისა და საბჭოთა მმართველობის ტერორის გზით. ამ ორგანიზაციას უნდა განეხორციელებინა მავნებლობა სახალხო მეურნეობის ყველა სფეროში, საბჭოთა კავშირის ეკონომიური და სამხედრო ძალის განადგურების მიზნით.
თავი დამნაშავედ სცნო, მხილებულია კონტრრევოლუციურ სამუშაოებში, თანამონაწილეთა ა.ზანდაროვისა და ი.ბერიძის მიერ
სხდომის გადაწყვეტილება: პირადი ქონების კონფისკაცია
მუხლი: 58-7, 58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა.
შენიშვნა: 120, 121, 122 ოქმი პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო სულიერი კულტის ყოფილი მსახური. 1919 წლიდან 1921 წლამდე მსახურობდა მენშევიკურ გვარდიაში.

შინსახკომის სამეულის
სხდომის ოქმი : N92
სხდომის თარიღი: 22.02.1938 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ვარდენა მინას-ძე
დაბადების თარიღი: 01.01.1905წ
დაბადების ადგილი: ონის რ-ნი სოფ. ქვედი
ეროვნება: ქართველი
განათლება: დაბალი განათლებით
სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თელავის მანქანისა და ტრაქტორის სადგურის დირექტორი
საქმიანი პროფილი: ტრანსპორტი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პარტიულობა: ყოფილი სკკპ (ბ) წევრის
ბრალი ედება: მასზედ, რომ იგი იყო კონტრრევოლუციურ მემარჯვენე მავნებლური ორგანიზაციის წევრი. მანქანისა და ტრაქტორის სადგურის სისტემასა და კოლმეურნეობაში ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს.
სხდომის გადაწყვეტილება: პირადი ქონების კონფისკაცია
მუხლი: 58-11,
სასჯელის ზომა: დახვრეტა.
შენიშვნა: ყოფილი მწყემსი.

საქართველოს ჩკ-ს
სხდომის ოქმი : N
სხდომის თარიღი: 12.12.1921 წ
გვარი, სახელი მამის სახელი: მაისურაძე ილია
ეროვნება: ქართველი
განათლება: საშინაო განათლებით
ბრალი ედება: მასზედ, რომ დახვრიტა 13 კომუნისტი
სხდომის გადაწყვეტილება: საქმე გადაეცეს უმაღლეს რევოლუციურ ტრიბუნალს
დანაშაული : კომუნისტების დახვრეტა

მასალა ამოღებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან. მასალაზე იმუშავა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრმა, ბადრი მაისურაძემ.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი