» » შეკვეთილი წირვა

შეკვეთილი წირვა

შეკვეთილი წირვა
შეკვეთილი წირვა
შეკვეთილი წირვა
შეკვეთილი წირვა
შეკვეთილი წირვა
შეკვეთილი წირვა
შეკვეთილი წირვა
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის, 2017 წლის 14 ოქტომბრის გამგეობის სხდომაზე, გამგეობის საწევრმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ომარ მაისურაძემ გამოთქვა მოსაზრება, მასზედ, რომ მაისურაძეთა საგვარეულო საზოგადოების და მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის არსებობის 1995-1998 წლებიდან დღემდე, მრავალი ღირსეული მაისურაძე იღებდა მონაწილეობას კავშირის საქმიანობაში, უამრავი ეკლესია-მონასტერის აღდგენაში, წმ. იოანე აღმსარებლის საფლავის აღდგენასა და მისი ხატების ეკლესიებში დაბრძანებაში, პირველი სწავლული მხატვრის გიორგი მაისურაძის საფლავის აღდგენაში, უამრავი გაჭირვებული მაისურაძის ოჯახების დახმარებაში და მრავალ სხვა კეთილ საქმეში, რომლებიც დღეს ცოცხლები არ არიან. მათ ყოველთვის საპატიო ადგილი უკავიათ ყველა მაისურაძის ხსოვნაში და აღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა თუ გამგეობა უზრუნველყოფდა შეკვეთილი წირვის ჩატარებას, მათი სულების მოსახსენებლად.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის, 2017 წლის 14 ოქტომბრის გამგეობის N3 ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 ნოემბერს მახათას მთაზე მდებარე წმ. საბა განწმენდილის სახელობის ეკლესიის წინამძღვარამა, იღუმენმა მამა იონა მაისურაძემ ჩაატარა შეკვეთილი წირვა, მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის წევრი, იმ მაისურაძეების სულების მოსახსენებლად, რომელთაც დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი საგვარეულო საქმეში, აგრეთვე ქრისტიანობით აღსრულებული ყველა მაისურაძის სულის მოსახსენებლად.
მამა იონასთან ერთად წირავდნენ, მღვდლები: დავით, გიორგი და დავით მაისურაძეები, ღმერთმა ინება, რომ ოთხი მამაო წირავდა და ოთხივე მაისურაძე.
მოწვეულნი იყვნენ და წირვას ესწრებოდნენ, აწ გარდაცვლილი, თენგიზ, შოთა, ამბროსი და ვიტალი მაისურაძეების ოჯახის წევრები, აგრეთვე საგვარეულო კავშირის აქტივი.
წირვის შემდეგ გაიმართა მცირე ტრაპეზი.
ღმერთმა აცხონოს ყველა გარდაცვლილი მაისურაძის და ყველა ქრისტიანობით აღსრულებულის სული.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი