წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარი სოფ. გლდანში
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა 2017 წლის 9 ივლისს, სოფელ გლდანში, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარში დააბრძანა, წმინდა მამების (ბეთანიელი ბერების) წმ. იოანე და წმ. გიორგი-იოანეს ხატი. ტაძრის წინამძღვარმა, მამა თადეოზმა დალოცა მაისურაძეთა გვარი, აკურთხა ხატი და სიხარულით აღნიშნა, რომ მაისურაძის გვარი, ზრუნავს მოგვარეებზე და სადაც ცხოვრობენ მაისურაძეები, იქ არსებულ ეკლესიებში აბრძანებენ წმ.მამების ხატს, რაც მისაბაძია სხვა გვარებისთვისაც.
სოფელ გლდანში ცხოვრობს უამრავი მაისურაძე და სწორედ ამიტომ გადაწყდა საგვარეულო ხატის აღნიშნულ ტაძარში დაბრძანება.
ps. ხატი დაიწერა სოფელ გლდანში მცხოვრები მაისურაძეების და მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის დაფინანსებით, ხატმწერ მერაბ დევაძის მიერ.
კომენტარები (0)