წმ.ათონის მთა, წმ ანნას სახელობის გემი
აღნიშნული გემით გადაადგილდებოდა მაისურაძეთა ჯგუფი ქალაქ ურანოპოლიდან, წმ. ათონის მთაზე, გემზე გავიცანით საბერძნეთის დედაქალაქ, ათენში არსებული მონასტრის „პარაკლიტი“-ს იღუმენის მამა ტიმოფეი, რომელმაც დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიკითხა საქართველოს პატრიაქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე. იგი საქართველოში იყო ნამყოფი და შესწავლილი ქონდა წმ. დავით გარეჯელის ცხოვრება და მოღვაწეობა, რის შესახებაც მისი დახმარებით საბერძნეთში ქართულ ენაზეც კი გამოიცა წიგნები და საქართველოს გადმოეცა საჩუქრად.
კომენტარები (0)