გიორგი მაისურაძე

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
დაბ. 1817წ
დაბადების ადგილი: თელავის რაიონი სოფ. წინანდალი
განათლება: პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1844 წ
არის ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი.
არის პირველი ქართველი და პირველი კავკასიელი, რომელმაც განათლება მიიღო პეტერბუგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში.
სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, იგი იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკო მარის, აკაკი წერეთელის, ბესარიონ ღოღობერიძის, გრიგოლ აბაშიძის და სხვათა ხატვის მასწავლებელი; მისი ნამუშევრებია: ავტოპორტრეტი (აკვარელი), ალექსანდრე ბაგრატის-ძე ბაგრატიონის (ზეთი,1839,), ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძის (ზეთი), სალომე ივანეს ასული ჭავჭავაძის (ზეთი), ივანე იაკობის ძე ჭავჭავაძის (ზეთი), ნიკოლოზ გიორგის ძე აბულაძის (ზეთი), ქალიშვილების ელისაბედის და ოლიმპიადას, გიორგი შერვაშიძის, ა. ჭავჭავაძის ქალიშვილების ნინოს და ეკატერინეს, კონსტანტინე დადეშქელიანის, რაფიელ ერისთავის, ივანე კერესელიძის, დავით დადიანის და მიხეილ შერვაშიძის, და სხვა გამოჩენილ პიროვნებათა პორტრეტები, "იყალთოს აკადემიის ხედი".
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების და ზუგდიდის მუზეუმებში.
გიორგი მაისურაძე აგრეთვე იყო ხატმწერი, დღეისათვის ნაპოვნია გიორგი მაისურაძის დაწერილი მხოლოდ სამი ხატი: სახე უფლისა, იოანე მახარობელი და ლომისის წმინდა გიორგი, ხატები დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიის კანკელზე იყვნენ მოთავსებული.
1855 წელს ქუთაისის საგიმნაზიო ეკლესიას შესწირა თავისი ნამუშევარი - ხატი მაცხოვრისა, რის გამოც დააჯილდოვეს "მუქი ბრინჯაოს მედლით წმინდა ანდრია პირველ მოციქულის ლენტზე",
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ფუნქციონირებს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი.

ქუთაისში მწვანე ყვავილას სასაფლაოზე მდებარე გიორგი მაისურაძის საფლავი განადგურებული იყო და საერთოდ, ვერ ხდებოდა მისი იდენტიფიცირება, 2000 წლის 6 მაისს მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა (ამბროსი მაისურაძის დაფინანსებით) აღადგინა და საფლავს დაადგა შავი მარმარილოს ქვა სადაც გამოსახულია გიორგი მაისურაძის პორტრეტი.
გარდაიცვალა 1885 წელს 68 წლის ასაკში

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი