» » სინათლე, სითბო და... სიყვარული

სინათლე, სითბო და... სიყვარული

სინათლე, სითბო და... სიყვარული

ბატონო შოთა, ღმერთებს თქვენ, რომ ჩაუვარდეთ ხელში, პრომეთეზე ნაკლებ სასჯელს არ გარგუნებენ. არ გეშინიათ?

- შიშისა რა მოგახსენოთ. თანაც არამგონია ღმერთები შვეულმფრენის ხმამ არ დააფრთხოს. კავკასიონის „დალაშქვრა“ ხშირად მიწევს, რადგან შიდა სასისტემო 500 კვ.ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი ამ მთებზე გადის. სიმათლე გითხრათ, დიდ ესთეტიკურ ტკბობას ვგრძნობყოველი ამოსვლისას.. მომიწევს გული ამ გოროზი ფეხდაუდგმელი მთებისაკენ.

- ამიტომაც „საქრუსენერგოს“ საქმიანობის ამსახველ ბუკლეტს ფონად კავკასიის ხედები გასდევს.
- თქვენთვითონ იღებთ ფოტოებს?
- ფოტოებს ყოველი ასვლისას მე თვითონ ვიღებ.
- მეტად ხიფათიანი პროფესია კი აგირჩევიათ.
- ენერგეტიკის დარგში თითქმის გასამხედროებული დისციპლინაა. სულ ერთია როგორი ამინდი იქნება - ცა ერთიანად თავზე რომ დაგვექცეს, როცა საჭიროება მოითხოვს პრაქტიკოსი ენერგეტიკოსი ადგილზე უნდა მივიდეს. ხშირად ისეთ რისკზეც კი წავსულვართ, საჭვო რომ ყოფილა გადარჩენა.
- სხვადროისთვის გადადება არ შეგიძლიათ?
- მართლაც არ შეიძლებოდა რადგანაც ელექტროენერგია საჭიროა ნებისმიერ დროს დანებისმიერ კლიმატურ პირობებში.
- მოდით, აქედანვე ვუთხრათ მკითხველს, რამდენ კილომეტრ ელექტრონულ ხაზებს არეგულირებთ?
- გადამცემი ხაზების მთლიანი სიგრძე 908 კილომეტრია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე 600 კმ.. ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე 308 კმ-ია. ყველა ენერგო გადამცემ ხაზს მართავს საქართველოს ენერგოსისტემა.

- როგორც თქვენ ბრძანებთ, ენერგეტიკა არამარტო დიდი ეკონომიკის არამედ დიდი პოლიტიკის სფეროცაა?
- რა თქმა უნდა პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები ენერგეტიკაშიც აისახება. კერძოდ სსრ კავშირის დაშლამ ენერგეტიკაში არსებული ძველი კავშირების მოშლაც გამოიწვია, სს „საქრუსენერგოს“ ჩამოყალიბებაც უშუალოდ ამან განაპირობა სსრკ-ს პერიოდში საქართველოს დეფიციტური ენერგოსისტემის მუშაობა მეზობლად არსებულ ენერგოსისტემებზე ბევრად იყო დამოკიდებული . კავშირების გაწყვეტით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამო, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების დონეზე დაისვა ენერგოკავშირის აღდგენის საკითხი, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა.

- უცხოელი ინვესტორების შემოსვლა მოშლის ჩვენთან არსებულ მენტალიტეტს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის თაობაზე. მასიური გადაუხდელობის ფონზე ჩვენ არ გაგვაჩნია დარგის ნორმალური მუშაობისთვის საჭირო თანხები. ეს პრობლემაც გადაიჭრება, თუმცაღა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომდარგი უცხოელების ხელში უნდა აღმოჩნდეს, მათი კუთვნილება გახდეს.
- კონსტიტუციით ენერგეტიკა სახელმწიფო საკუთრებაა და მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ძალები უნდა განაგებდნენ.

- სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. ჩვენი ენერგეტიკოსების დონის არცერთი ამერიკელი კოლეგა არ ჩამოსულა. როგორ შეიძლება ასეთი ძლიერი სპეციალისტები გყავდეს და სხვას ჩააბარო სახელმწიფოსათვის და ერისთვის ესოდენ სასიცოცხლო დარგი. სხვისი იმედის სინდრომმა მიგვიყვანა ამ სავალალო შედეგამდე . ქართველი კაცი ბუნებით მშრომელია , მიზანსწრაფულია, თავისი თავის მოყუდნეა. ყველა ეს საუკეთესო თვისება მიგვიჩუმათდა , სხვის იმედად ყოფნას შევეჩვიეთ. თუ ამ სისუსყეს დავძლევთ, თუ ვიპოვით საკუთარ თავს, საკუთარ ძალებს მოვიკრებთ, ჩვენ ერთ-ერთი ძლიერი ერი გავხდებით.მერე რა , რომ ცოტრანი ვართ, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი თავის მოვლა-პატრონობის უნრი შეგვწევს. საამისო ძალები გვაქვს სხვის იმედად, რომ არ ვიყოთ. არ უნდა დაველოდოთ იმას თუ როდის მოვა გადამთიელი, რომელსაც საკუთარი ინტერესები უფრო ამოძრავებს. მაშ, როგორ მოვედით დღემდე. როგორ გამოვიარეთ ამდენი ქარტეხილი? საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა ისეთი თითქოს ქართულ ენერგეტიკაში არ მოიძებნება ისეთი კადრები , დარგის მოვლა რომ შეძლონ. აქედან გამომდინარე ნუთუ საჭიროა მოვიწვიოთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტები და მათ გადავცეთ საკმაოდ მომგებიანი, რენტაბილური დარგი? ამას კი მიაღწიეს, უცხოელი სპეციალისტები იქნა მოწვეული.

- ბატონო შოთა, თქვენ ყოველთვის და ყველგან, დარგის ინტერესებიდან გამომდინარე გამოთქვავთ უკომპრომისო მოსაზრებას, თქვენს გარშემო არსებული ინტრიგების ხლართებიდანაც ყოველთვის შეუბღალავი რეპუტაციით გამოსულხართ. როგორ ახერხებთ?
- ეს ჩემი სფეროა, მუდამ ვიყო ჩემი დარგის ქომაგი და მფარველი.

- როგორც ელექტრიკოსს რა გაგიკეთებიათ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისა და დარგისთვის?
- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გამიკეთებია ენერგეტიკის დარგში ენგურჰესის აშენებაა. ჩემი ხელმძღვანელობით მოხდა ენგურჰესის ექსპლოატაცია. ჰესის გაშვების ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი მე ვიყავი. გაშვებიდან სამი წლის შემდეგ მოხდა ელექტროსადგურების გაერთიანება და ენგურჰესის კასკადის პირველი დირექტორიც მე ვიყავი. თუ რამ გამიკეთებია სასიკეთო, როგორც ინჟინერს, ენგურჰესია ყველაზე ნიშანდობლივი. ექვსი წლის მანძილზე სანამ ენგურჰესის კასკადის დირექტორი ვიყავი, ბევრი რამ გაკეთდა-ჩატარდა ელექტრისისტემის მოწყობილობის, გენერატორების, ტურბინების რეკონსტრუქცია, მათი დასკნა-ათვისება. დღეს ენგურჰესზე ძირითადად ადგილობრივი კადრია დასაქმებული. ესეც იმ წლების მონაპოვარია.

- თქვენსშრტომით ბიოგრაფიას გავეცანი. მეტად აქტიური ადამიანი ჩანხართ- სულ მოძრაობაში ხართ. ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებით. საკუთარი თავის ძიებაში ხართ.
- ალბათ ეგეც არის, კაცის ბუნებაა ასეთი, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება, ენგურჰესიდან წამოსვლის მერე 1983-85 წლებში „საქმთავარენერგოს“ ენერგოზედამხედველობის მთავარ ინჟინრად ვმუშაობდი. ვთვლი, რომ ეს ჩემი სამუშაო არ იყო. იქ დიდი არაფერი გამიკეთებია. უფრო ნაყოფიერი - საინტერესო იყო, „საქენერგორემონტში“ მუშაობის პერიოდი, აქ მართლაც ბევრი რამ გავაკეთე.

- ბატონი შოთა, გაგვიგრძელდა საუბარი თქვენი შრომითი ბიოგრაფიის შესახებ. არადა, ჩვენი დღევანდელი გაბაასების ძირითადი მიზანია წარმოგვეჩინეთ სამუშაო კაბინეტის მიღმა. თუმცა უამისობაც არ იქნებოდა. მოდით, იმ დროც მივუბუნდეთ , თითოეული ჩვენთაგანიდიდი სითბოთი, რომ ვიხსენებთ ბავშვობას.
- ბავშვობის წლების გახსენება მიძინებულ მოგონებებს მიცოცხლებს.

- ბატონო შოთა, დიდი ქველმოქმედი ბრძანდებით, ამის შესახებაც უნდა ითქვას ალბათ, საუბედუროდ დღეს არცთუ ცოტა ადამიანს სჭირდება დახმარების ხელის გაწვდენა.
- ადამიანის უპირველესი დანიშნულება მოყვასის სიყვარულია. ეს გრძნობა, რაც უფრო მძაფრად არის განვითარებული, მით უფრო უახლოვდები უზენაესს. ჩვენს სისტემაში მოიძებნება სახსრები, რომ დავეხმაროთ, თანადგომა გავუწიოთ ადამიანებს.

- მდინარეჯეჯორას ნაპირებზე გავატარე ბავშვობა. კავკასიონის კალთებიდან წამოსული ეს მდინარე. ჩემი მშობლიური სოფელი ირი თავისი ლამაზი ხედებით ძერეწავდნენ და აკეთებდნენ ჩემსა და ჩემი თანატოლების არსებაში მშობლიური მიწის, ადგილის დედის ერთგულებასა და სიყვარულს. „რკინისკაცებად“ , „მეომრებად“ გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას ჩვენი მშობლები. მაისურაძეები ხომ განთქმულნი იყვნენ ძალგულოვნებით. დედა თინათინ დაუშვილი, მეტად სათუთი ბულების ადამინი იყო. სწორედ დედამ გვაზიარა ქართველ კლასიკოსებს, შეგვაყვარა და შეგვისისხლხორცა ქართული სიტყვის შნო და ლაზათი. მამაჩემი ალექსანდრე მაისურაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მამას დიდი დამსახურებაა, რომდღეს ირიდან წამოსული მაისურაძეები თითქმის ერთ განუყოფელ ოჯახად ვცხოვრობთ ხილიანის ქუჩაზე. მამას ძმა ადრეულ ასაკში 32 წლისა გარდაიცვალა. ბევრი რამ მოასწრო, ჩვენს სოფელში ბარიტის ქვის საწარმოში მუშაობდა ბუღალტრად, 4 შვილი დარჩა. ძმებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ბიძაშვილები ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ და აქედან გამომდინარე, ერთმანეთის დიდი სიყვარული გვაქვს. ყველანი, ყოფილ ხილიანის ქუჩაზე ერთ კორპუსში ვცხოვრობთ. ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს, ამას დიდა ვუმადლი ჩემს მშობლებს.

- ბატონო შოთა, რა გაძლევთ ენერგიას?
- ალბათ მომავალზე ფიქრი, მომავალი ჩემი შვილები და შვილიშვილებია . მათზე ზრუნვა, მათი ყურება არის ყველაზე დიდი მუხტი. აქამდე თუ მარტო შვილზე ვფიქრობდი ახლა შვილიშვილებზე ფიქრიც დამემატა.

- თქვენი ვაჟი თქვენს გზას, რომ არ გაჰყვა გული ხომ არ გწყდებათ?
- ყველას თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს. მამაჩემს არც ჩემთვის და არც ჩემი ძმისთვის არ მოუხვევია თავისი აზრი, სულაც არ უნდოდათ ჩემს მშობლებს, ამ ხიფათიან პროფესიას დავუფლებოდი. წინ არც მაშინ დამდგომიან, როცა სწავლის პარალელურად ზაჰესში დავიწყე მუშაობა ელექტროზეინკლად, არც მაშინ ინსტიტუის დამთავრების შემდეგ გროზნოში, რომ წავედი სამუშაოდ. არც ჩემი ძმის არჩევანი მოეწონათ, მაგრამ ხელ-ფეხი არც მისთვის შეუკრავთ. მე რატომ უნდა ჩავრეულიყავი ჩემი შვილის არჩევანში. ალექსანდრე დიპლომატია, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. მარიამი ექიმის პროფესიას დაეუფლა და დღეს ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მსახურობს.

- როგორ ზრდით შვილებს მკაცრი მამა ხართ?
- თავისუფლება მუდამ ჰქონდათ, არაფრით არ ვზღუდავდი, მთავარია ძირი ჰქონდეს ადამიანს სუფთა. შვილების აღზრდა ძირითადად ჩემი მეუღლის საქმეა. ისთვლის, რომ დედის ხელი და სითბო შვილებს არც დიდობაში მოეჭარბებათ. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ შვილების აღზრდა, ისე ოჯახის მართვა, გაძღოლა ჩემი მეუღლის მხრებზე გადადის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი დღე და მოსწრება სულ გარეთ ვარ გასული. სულ მენატრება ოჯახში მყუდროდ ყოფნა.

- ალბათ ყოველთვის გრძნობთ მეუღლის მხარდაჭერას, თანადგომას?
- თუ მე გარკვეული ამინდი შევქმენი ქართულ ენერგეტიკაში, მასაც მიუძღვის თავისი წვლილი ამაში. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩვენი დარგი ძალიან დისციპლინირებულია,თუ ოჯახიდან ხელშეწყობა არ გაქვს, არა ხარ დამშვიდებული, ეჭვი თუ გეპარება იმაში, რომ შენი არ ყოფნის დროს ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა, საქმეს გულს ვერ დაუდებ.
- ასე, რომ ენერგეტიკოსს ან კარგი მეუღლე უნდა ჰყავდეს, ან საერთოდ არა.
- ყოველთვის ისეთ ენერგეტიკოსს ეძებენ, საკუთარი ოჯახი, რომ არ ჰქონოდა. იმიტომ, რომ პრაქტიკოსი ენერგეტიკოსი თავის თავს არ ეკუთვნის. მისთვის განსაზღვრული სამუშაო საათები არ არსებობს. ამდენად ოჯახი მისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
- თქვენთვისაც ასე იყო?
- ჩემი მეუღლის ლილი მეტრეველის ძალისხმევით, საბედნიეროდ არა. ოჯახი, ჩემთვის არის მშვიდი სამყარო სადაც ვისვენებ, ვივიწყებ ყველა წყენას, არაკეთილმოსურნე ადამიანებისგანაც კი. ოჯახი მამშვიდებს, მავსებს სიკეთით, რწმენით.

- და ალბათ გაბრუნებთ იმ სათავეებთან თქვენი ბავშვობის ფერადი დღეებიდან, რომ მოდიოდა. თქვენ სოფელში ბაბუის ერმილე მაისურაძის ჩაყრილ საძირკველზე თქვენი ბავშვობის სურნელება შემორჩენილი სახლი ელოდება მამათქვენის- ალექსანდრე მაისურაძის მონაგარს.
- ჟანგი ხომ არ მოედო კლიტეს?
- ჟანგ-მოსადებად ნამდვილად ვერ გავიმეტებთ იქაურობას ვერც მე, ვერც ჩემი ძმა. პირველი შესაძლებლობისთანავე ჩავდივართ. როგორც წესი აღდგომას მაინც ყოველთვის.
- და მაინც, ბატონო შოთა , საიდან იწყებთ?
- ირიდან ვიწყებ, კოლაანთებიდან ვიწყები. თურმე რაც უფრო გემატება წლები, უფრო გიყვარს გენატრება ის ადგილი, სადაც დაიბადე. ირში ოთხი კლასი დავამთავრე. საკმაოდ დიდხანს მომიწია იქ ცხოვრებამ, ალბათ, იმიტომაც არის გაუხუნარი ბავშვობის მოგონებები.

- იღბლიანი კაცი თუ ხართ?
- დაბადებული ვარ ძალიან კარგ დღეს, - შობის შემოლოცვისას. ამ ფაქტში ალბათ არის რაღაც ისეთი, რომ ვთქვა, იღბლიანი ვარ -მეთქი. ჩემი ცხოვრება დღემდე საინტერესოდ გავიარე. ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთე, კარგი ოჯახი შევქმენი. როგორ არ ვარ იღბლიანი.

- და მაინც რა ხალხი ხართ მაისურაძეები?
- კარგი ხალხი ვართ. XIII საუკუნის ერთ-ერთი ქართველი სარდლის ნათქვამს მოვიშველიებ - „არა არს წესი ქართველთა, რათა ვიხილოთ მტერი ჩვენსკენ მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკვდილი“ -საქართველომ იმ ქართველთა შორის მაისურაძეებიც გვიგულოს.

PS. ჩემს მშობლიურ სოფელს ელექტროენერგია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, ამიტომ ამ წერილის დაწერა სანთლის შუქზე მომიხდა. ვინმეს კი არ ვემდური, მითუმეტეს ბატონ შოთას, რა ვქნა, კი ემეტებო0და, მაგრამ ელექტროენერგიას ჩანთით ხომ ვერ გამომატანდა თბილისიდან, თანაც არც იქ არის ჩამოსარიგებლად. რიტორიკულ კითხვას აღარ დავსვამ.
რას ვიზამთ, სინათლე და სითბო არ მოიძებნა ცისქვეშეთში.


ავტორი: ქეთი ნასყიდაშვილი


წყარო: sinatle-sitbo-da-sikvaruli.pdf [1.88 Mb] (გადმოწერა: 6) sinatle-sitbo-da-sikvaruli-2.pdf [2.12 Mb] (გადმოწერა: 3)

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი