» » რაჭის დიდი ამაგდარი - სიკეთის მთესველი კაცი

რაჭის დიდი ამაგდარი - სიკეთის მთესველი კაცი

რაჭის დიდი ამაგდარი - სიკეთის მთესველი კაცი

სამადლობელო სიტყვებით მინდა მივმართო ბატონ ამბროსი მაისურაძეს, სიმონ სხირტლაძის ოჯახის ჩვენი მაღალმთიანი სოფლის, მრავალძელების სხირტლაძეებისა და იობაშვილების საგვარეულოების, მთელი რაჭისა და ქართველი მწერლების სახელით, რომელმაც დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და ჩემი ძმის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით თავისივე დაარსებული ქ. ბოლნისის ქვის დამამუშავებელ წარმოებიდან, თავისივე სატვირთო მანქანით გადმოიტანა ქ.ონში სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სიმონის ბიუსტის დასადგმელად. მხატვრულად დამუშავებული ბაზალტის დიდი ზომის პოსტამენტი, რომელიც 2001 წელს აღვმართეთ ამავე სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილის ჯელია ხიდაშელისა და მასწავლებლების, თენგიზ გამყრელიძისა და თამაზ ალიხანაშვილის დიდი შემწეობით, მოსწავლეთა თანამონაწილეობით. რომელზეც დიდ მზრუნველობას იჩენდნენ ონი რაიონის განათლების განყოფილების გამგე, ბატონი ნოდარ შერაზადაშვილი და სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი მაყვალა ჯაფარიძე. ბიუსტი დაიდგა სკოლა-ლიცეუმის ცენტრალურ შესასვლელთან, ვეებერთელა ფიჭვის ქვეშ, რომლის ირგვლივაც ყვავილები დაითესება. ამასთან ერთად, ბატონმა ამბროსიმ სკოლა-ლიცეუმს საჩუქრად გადასცა თავისივე პროექტით შექმნილი და დამუშავებული 6 დიდიზომის ბაზალტის ქვისგან შემდგარი , ასაწყობი წყარო, რომელსაც თვით ბატონი ამბროსის სურვილით „სიმონის წყაროს“ უწოდებენ. იგი ლიცეუმში შესასვლელ ეზოში მიერთებულია მდინარე ღარულაზე, რაც საგრძნობლად გაადვილებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების წყლით უზრუნველყოფას, რისთვისაც დიდ მადლობას იმსახურებს ბატონი ამბროსი.

აღსანიშნავია, რომ ბატონი ამბროსი გამუდმებით ზრუნავს, თავის უფროს ძმასთან, ბატონ ვასოსთან ერთად თავისივე მშობლიური წედისის კეთილმოწყობისათვის, რომელსაც მიტანილი აქვს თავისივე მიერ შექმნილი პროექტის, წედისიდან ომში გაწვეულ მებრძოლთა, მემორიალური კედელი, რომელზეც ამოტვიფრული იქნება იმ ვაჟკაცთა გვარ-სახელები, ვინც საქართველოს იცავდა, მემორიალის საზეიმო გახსნა , მთელი რაიონის ყურადღებას მიიპყრობს. ბატონი ამბროსის ყველაზე დიდ და სამარადისო ქველმოქმედებად მთელ რაჭასა და საქართველოს მიგვაჩნია ყველაზე სახელოვანი ვაჟკაცისა და რაინდის XX საუკუნის დასაწყისიდან მთელ ქვეყნიერებაზე რაჭველების სახელის გამტანის, ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანის კოსტა მაისურაძის ძეგლისათვის მზრუნველობა. რომელიც გასული წლის ჩანაფიქრის მიხედვით ონში დავით აღმაშენებლის მიმდებარე სკვერში გვინდა დაიდგას, ჩემი ძმის ყოფილი სტუდენტის ცნობილი მოქანდაკის შოთა კაციტაძის მიერ მაისურაძეების საგვარეულოზე წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით გამოქანდაკებული ბაზალტის ქვაში, რომელიც ბატონმა ამბროსიმ აღგვითქვა.

ასე დამკვიდრდება კოსტა მაისურაძის ირგვლივ ჩვენი ულამაზესი კუთხიდან გამოსულ მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთა ბაღი, რომელიც სანიმუშო იქნება საქართველოში, რომელიც კოსტა მაისურაძის განიერი მკერდითა და ლამაზი სახით მოევლინება ჩვენს რაჭას. რომლის გზამკვლევი და მლოცველიც მრავალძალის ახლადაღდგენილი წმინდა გიორგი იქნება.


ავტორი: შოთა სხირტლაძე


წყარო: rachis-didi-amagdari.pdf [2.12 Mb] (გადმოწერა: 3)

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი