» » ბადრი მაისურაძე თბილისში

ბადრი მაისურაძე თბილისში

ბადრი მაისურაძე თბილისში

მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორი ბადრი მაისურაძე სამშობლოში სულ 3-4 წეწლია გახდა ცნობილი ფართო მსმენელთათვის. სად იყო აქამდე? „შორიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ფრთხილად ვუახლოვდებოდი ჩვენს ძალზე მომთხოვნ და უკომპრომისი აუდიტორიას. ხომ დააკვირდით, ყველა მუსიკოსი იმას იმეორებს, თბილისში განსაკუთრებული მღელვარებით გამოვდივართო...“

თუმცა ბადრი მაისურაძის დეპიუტი როგორც ოპერის მომღერლისა, შედგა სწორედ თბილისთი ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მინდია“ არასოდეს დამავიწყდება ეს სპექტაკლი, - იგონებს მოპმღერალი ფინალურ სცენაში ფეხი გამოვდე რაღაცას და დაცემისას ჩემს ხანჯალს წამოვეგე, დავიზიანე ნეკნები და ბოლო არია საშინელი ფიზიკური ტკივილის შეგრძნებით და მაყურებლისათვის კი ძალზე დამაჯერებელი ინტონაციით შევასრულე! ეს იყო ათი წლის წინათ რასაც მოყვა დიდი კარიერის დასაწყისი: გამგზავრება რუსეთში და უცხოეთში.

-ბადრი, შემოქმედის ცხოვრებაში არის გარდატეხის მომენტები, როიმლებიც შემდგომში განაპირობებენ კარიერის ნასე თუ ისე განვითარებას.
- გეთანხმებით, ასეა. ჩემსდ ცხოვრებაშიც აღსანიშნავია რამდენიმე ასეთი მომენტი. უპირველესად ბატონ ზურაბ ანჯაფაირიძის დაჟინებული თხოვნა დამეწყო სერიოზულად სიმღერა, მე ხომ თეატრალური ინსტიტუტის დრამის მსახიუობის ფაკულტეტი დავამთავრე, მეორე - შეხვედრა ჩემს პედაგოგთან პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილთან. მე ყოველთვის ვამბობ და მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ დამავიწყდება, რომ თუ რამეს მივაღწიე სადღისოდ ეს ყველაფერი ბატონი გოჩას დამსახურებაა. მომღერლის ცხოვრებაში მთავარია პედაგოგი, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ძალზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა პაატა ბურჭულაძესთან - მან მომისმინა თბილისში და ყველანაირად უზრუნველყო ჩემი პირველი გასტროლი ესპანეთში.

შემდეგ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა „დიდი თეატრის“ იმპრესარიო ნატალია ტროიცკაიასი, რომელმაც გამიოხსნა გზა უცხოეთში და ბოლოს შხვედრა ლეგენდარულ მსტისლავ როსტროპოვიჩთან...
• თქვენ ბედნიერი ადამინი ბრძანდებით, ბადრი, ამდენი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა თქვენს გვერდით.
• სწორედ მაშინ ჩემს გულში გადავწყვიტე , თუკი ცხოვრებაში მივაღწიე დიდ წარმატებებს, აუცილებლად გავუწევდი დახმარების ხელს დამწყებ მუსიკოსებს.

ბადრი მაისურაძე წელიწადში 9 თვე გასტროლებზეა. ერთ-ერთი სტატია ასეა დასათასურებული: „მან იმღერა ყველგან, გრენლანდიის გარდა“. თავბრუსდამხვევიუ წარმატებები აქვს ჩვენს თანამემამულეს. იგი ხუმრობს საჰაერო ფრენის „სუხიშვილების“ რეკორდი მოვხსენიო. და მაინც, მიუხედავად ასეთი დატვირთული საგასტროლო განრიგისა, იგი ქველმოქმედებისათვის იცლის. ამ მიზნით ბადრი მაისურაძემ და მისმა მშვენიერმა მეუღლემ, პიანისტმა ელისო ჭირაქაძემ მეგობრებთან ერთად თბილისში დააარსეს პროფესიონალ მუსიკოსთა ასოციაცია „აისი“. უკვე ტრადიციად იქცა გამოჩენილი მუსიკოსების ჩამოყვანა და კონცერტებისა და მასტერკლასების ჩატარება. ამ მისიით ჩვენთან იყვნენა ელენე ობრაზცოვა, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, გალინა ვიშნევსკაია, „დიდი თეატრის“ სოლისტები იური ნეჩაევი, აიკ მარტიროსიანი, ლოლიტა სემენინა, ტატიანა ერასტოვა.

სწორედ ამ მოსმენის შედეგი იყო ახალგაზრდა ქართველი მომღერლების საგასტროლოდ გაგზავნა: ლეგი იმედაშვილმა - ბანი აშშ-ის ქალაქებში 30 კონცერტი გამართა; ტენორი ლაშა ნიქაბაძე და ბარიტონი ბესიკ გაბიტაშვილი გაემგზავრნენ სამხრეთ აფრიკაში ფესტივალზე. სულ მალე მოსკოვში გაიხსნება გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ხელოვნების უმაღლესი ორწლიანი აკადემია სადაც კონსერვატორია დამთავრებული ახალგაზრდები განაგრძობენ დახვეწას და ვოკალურ სრულყოფას. რასაკვირველია ამ აკადემიაში ასოციაცია „აისი“ გაგზავნის ნიჭიერ ახალგაზრდებს საქართველოდან. არის დაგეგმილი ახალგაზრდა სოლისტების გაცვლა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და დიდ თეატრს შორის და მრავალი სხვა.

- ბადრი თქვენს ოჯახს დიდი მეგობრობა აკავშირებს როსტროპოვიჩის ოჯახთან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- უკვე დიდი თეატრის სოლისტი ვიყავი, რამდენიმე სპექტაკლი მქონდა ნამღერი. დანიშნული იყო ჩემი პრემიერა ვერდის ოპერაში „აიდა“. გენერალურ რეპეტიციას დაესწრო დიდი თეატრის პრიმა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გალინა ვიშნევსკაია. მან ჩვეული პირდაპირობით გამოთქვა აზრი ორკესტრზე, დირიჟორზე და ჩემზედაც. მისი ჩემდამი ინტერესი გასაგები იყო, მას ხომ ხანგრძლივი პარტნიორობა და პირადი მეგობრობა აკავშირებდა ბატონ ზურაბ ანჯაფარიძესთან.
თბილისში ყოფნისას გალინა ვიშნევსკაიამ მოგვცა ინტერვიუ, რომელშიც აღნიშნა, რომ დიდი თეატრის სცენას ყოველთვის ამშვენებდნენ მომღერლები საქართველოდან და ეს ტრადიციაა ტენორის მოსმენით ვერდის „აიდაში“ - თქვა გალინა ვიშნევსკაიამ ბადრიზე.

სწორედ ამ მოსმენას სულ მალე მოჰყვა მსტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად ჩემი მონაწილეობა კონცერტში დიდი თეატრის სცენაზე. შესრულდა ბრიტენის „სამხედრო რექვიემი“- დირიჟორები იყვნენ მსტისლავ როსტროპოვიჩი და ლეგენდარული იაპონელი დირიჟორი ოძავა. მოგვიანებით ეს ნაწარმოები შევასრულეთ სანკტ-პეტერბურგში სამთავრობო კონცერტზე. ამის შემდეგ როსტროპოვიჩმა მიმიწვია სამღერად ჩაიკოვსკის „მაზეპაში“ ლა სკალას სცენაზე.

ბადრი მაისურაძემ დიდი მუსიკოსი მსტისლავ როსტროპოვიჩი რასაკვირველია პირველ რიგში მოხიბლა როგორც ბრწყინვალე ტენორმა. მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ ბადრის არაჩვეულებრივად მომხიბვლელი პიროვნული თვისებები, რითაც იგი იზიდავს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იგი ასხივებს სითბოს, სიყვარულს, საოცრად უშუალო და გულღიაა. ამიტომაც გადაიზარდა ორ მუსიკოს შორის შემოქმედებითი კონტაქტები დიდ მეგობრობაში. სხვათა შორის როსტროპოვიჩი მეურვეობას უწევს ასოციაცია „აისს“ ჩენ გვქონდა შესაძლებლობა გვენახა ტელევიზიაში გადაცემები, თუ როგორი სიყვარულით ეხვევა და ეფერება ბადრის როსტროპოვიჩი. იგი აღფრთოვანებით ამბობს: „ამ ახალმა ტენორმა კიდევ ერთხელ მოუტანა თქვენს სამშობლოს მსოფლიო აღიარება“. „მაზეპას“ შემდეგ ბადრი მაისურაძე მიიწვიეს საფრანგეთში ევიანის მუსიკალურ ფესტივალზე (ამ ფესტივალის დირექტორია ელენე როსტროპოვიჩი მსტისლავის ქალიშვილი) იქ ბადრიმ პაატა ბურჭულაძესთან ერთად იმღერა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია.

ამას მოჰყვა ძალზე საინტერესო სამუშაო შოსტაკოვიჩის „კატერინა იზმაილოვაში“ თუმცა თავიდან ბადრი ეწინააღმდეგებოდა როსტროპოვიჩს, ვინაიდან თვლიდა, რომ შოსტაკოვიჩის მუსიკა არ შეესაბამებოდა მის ტრადიციულ ამპლუას. მაგრამ აქაც როსტროპოვიჩმა თავისი გენიალური მუსიკალური ნიჭის წყალობით შეძლო იმდენად ხატოვნად ახსნა გმირის სახე, რომ ბადრი დაითანხმა, სპეკტაკლში კი დამტკიცდა რომ როსტროპოვიჩს ამჯერადაც არ უღალატა ინტუიციამ და ბადრი კი მსახიობის და მომღერლის დიდმა ნიჭმა. „კატერინა იზმაილოვას“ წარმატებული პრემიერა შედგა მადრიდში, სპექტაკლი გათვალისწინებულია დიდი ტურნესათვის, ნეაპოლში, მიუნხენში და ევროპის სხვა ქალაქებში. მომავალში როსტროპოვიჩთან ერთად , 2002 -3 წლებში დაგეგმილია ვერდის „რექვიემის“ ტურნე ევროპის ქვეყნებში და გალიცინის პარტია მუსორგსიკის „ხოვანშჩინაში“ .

ბადრი მაისურაძის გასტროლები უკვე 2003 წლამდე არის დაგეგმილი: იგი იმღერებს მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან და მომღერლებთან . ცნობილმა დირიჟორმა მაურიციომ ბადრი პირველად მოისმინა კანადაშიპუჩინის „მანონ ლესკოში“ და თქვა „Это звуковое чудо!“

ბადრი გავიგეთ პედაგოგობასაც ასწრებთ პარალელურად.
ეს თავისთავად ხდება, დიდ თეატრში რატომღაც ხშირად მეკითხებიან, ეს სწორედ ვიმღერე თუ რას მირჩევთო? მეც სიამოვნებით ვეუბნები ჩემს აზრს, მათ მოსწონთ. სხვათა შორის ბატონი ზურაბ სოტკილავა ხუმრობს: „ადრე მე ვიყავი მისი მასწავლებელი, ახლა კი ის მასწავლისო“. მე ძალიან მიხარია თუ კი ვინმე რჩევას მკითხავს. მაგალითად, ერეკლე კუხიანიძე მოსკოვში მოღვაწეობდა „გელიკონოპერაში“, მღეროდა ბანის პარტიებს. მე ვიგრძენი, რომ იგი ბარიტონია. ვიმეცადინეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ერეკლე მშვენივრად გრძნობს თავს, როგორც ბარიტონი. მე მომწონს პედაგოგობა, შეიძლება მომავალში ამას უფრო სერიოზულად მოვკიდო ხელი. დედაჩემიც ხომ ახალგაზრდობაში სოლისტი მომღერალი იყო, ახლა კი ვოკალის პედაგოგია.

- ბადრი ხშირად გვესმის ტენორების კრიზისზე.
ამ მხრივ ჩვენ ქართველებს საამაყოდ გვქონია საქმე: აბა ჩამოვთვალოთ ჩვენი ტენორები: ზურაბ სოტკილავა, თემურ გუგუშვილი, ბადრი მაისურაძე, ნუგზარ გამგებელი, ირაკლი გრიგალაშვილი და სხვები და სხვები. ერთი პატარა ქვეყნისთვის მგონი გასაკვირად ბევრია! მოდით წარმოვიდგინოთ ყველა ჩვენი დიდებული მომღერალი - ბანები, ბარიტონები, სოპრანოები, რომლებიც გაფანტულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, აქ თბილისის საოპერო თეატრში, ეს ხომ საოცრება იქნება! არასდროს დამავიწყდება იანო ალიბეგაშვილის აცრემლებული თვალები, როდესაც მეუბნებოდა „რაც უფრო დრო გადის მით უფრო მიჭირს უცხოეთში ყოფნა“. ალექსანდრე კორსანტიას სიტყვები: „რასაკვირველია სამშობლოში საქართველოში დავბრუნდები სულ მალეო“. სახელმწიფო კვარტეტის ბიჭების ოცნებაა საქართველოში მალე დაბრუნება და სულ ახლახან მომღერალ ვალერი ლომსაძის ტელევიზიით ნათქვამი, „მუსიკოსისათვის აუცილებელია გასვლა, მაგრამქართველი კაცი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს“. როდის მოვა ეს დრო?
ღმერთმა ქნას, მალე, ჩვენ კი ვუსურვებთ ყველა ქართველ ხელოვანს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ წარმატებებს. გამარჯვებებს თავისი ხალხის გასახარებლად და სადიდებლად.


ავტორი: ციური ჩომახიძე


წყარო: badri-maisuradze-tbilisshi.pdf [2.05 Mb] (გადმოწერა: 11)

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი