» » 2012 წლის 30 დეკემბერი-ქრისტეშობისთვე

2012 წლის 30 დეკემბერი-ქრისტეშობისთვე

2012 წლის 30 დეკემბერი-ქრისტეშობისთვე
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის 2012 წლის 27 დეკემბრის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, საგავარეულო კავშირის გამგეობის წევრების მიერ ნებაყოფლობით იქნა შემოტანილი შემოწირულობა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის ემზარ მაისურაძის ხუთშვილიანი ოჯახისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.
შემოწირულობის სახით შემოსულმა თანხამ შეადგინა 594 (ხუთას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი. აღნიშნული თანხით შპს „ადენესი“-ში შეძენილი იქნა: „ჰიტაჩი“-ს ფირმის სარეცხის მანქანა 499 ლარი, უთო 59 ლარი, თმის ფენი 36 ლარი, საერთო თანხით 594 ლარი.
აღნიშნული საყოფაცხოვრებო ნივთები 2012 წლის 30 დეკემბერს გადაეცა ემზარ მაისურაძის ოჯახს მისამართზე თბილისის ზღვა სასატუმრო „ოქროს საწმისი“ ოთახი 413, 414 საჩუქრად. ახალი, 2013 წლის დადგომასთან დაკავშირებით.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი