» » ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, საქართველოსა და ქართველ ხალხზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ქართველი, რაც უნდა ღარიბი იყოს, უღვინოდ პურს არ გატეხს, მე მათ შორის იშვიათად შევხვედრივარ ლოთებს. ქართველი ხალხი კეთილია, გულახდილი, გამბედავი, უდარდელი, არ არის კარჩაკეტილი, უყვართ ქეიფი და მეომრობა. მრეწველობა და ვაჭრობა ქართველების საქმე არ არის“.
ბარონ ტორნაუ

ევროპაში წარმოდგენაც არ აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს.
ა. დიუმა „კავკასია“

ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე.
ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი)... საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქრო ქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც... აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.
მარკო პოლო, მოგზაური (1254-1324წწ.)

ქართველებმა შეაზანზარეს პარიზი.

იშვიათად სადმე ყოფილა მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორი ისეთი სიცოცხლის უნარიანი, როგორც ის შენარჩუნებულია ქართულ ეროვნულ ცეკვაში... როცა საქართველოს რიტმებს ეხები, სუნთქვა გეკვრის.
გაზეთი „პარიზ ენლიბერე“. 1988 წ.


პირველად ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული ვარ. მე წამიკითხავს ზოგიერთი ქართველი წმინდანის შესახებ; ახლა უკვე რეალურად დავინახე, როგორი კარგი და მორწმუნე ხალხია აქ, გაოცებული ვარ ასეთი თბილი შეხვედრით. ყველას სურს ლოცვა-კურთხევის მიღება, ძალზე დიდ პატივს მიაგებენ დედაღვთისმშობელსა და ათონის მთას, მსგავსი რამე არსად მინახავს, სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ასეთ რამეს არ შევხვედრივარ. საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანებია, რომლებიც ძალიან კარგები არიან.
მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტერი. 2005 წლის ივნისი

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი